20/07/2020
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.
გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.
აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:
– ფინანსური სერვისები
– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
– ჯანდაცვა
– მრეწველობა
– ტრანსპორტი
– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
– გარემოს დაცვა
ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების პირველი მიზნის მიღწევას.
მიზანი 1 – სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
ფინანსური სერვისები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის
ფინანსური დამოუკიდებლობის გაუმჯობესების მიზნით კომპანიებს შეუძლიათ დანერგონ ახალი ფინანსური პროდუქტები, საკრედიტო ისტორიის შეფასების ახალი კრიტერიუმები და სადისტრიბუციო არხები (მათ შორის საბანკო მომსახურება ონლაინ). ამასთანავე კარგი იქნება აღნიშნული სერვისები გახდეს ხელმისაწვდომი იმ 2.5 მილიარდი ადამიანისთვის ვისაც არ აქვთ საბანკო ანგარიში და დაზღვევა.
მაგალითი
ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის
მაგალითი:
კოსმეტიკური მეცნიერებების სკოლისა და Global Chemical Public Company თანამშრომლობით, ტალიანდში 2010 წელს შეიქმნა ლუფალას პროექტი. პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი თემისთვის ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის წყაროზე ხელმისაწვდომობა. კოსმეტიკური მეცნიერებების სპეციალისტებმა ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარეს ტრენინგები და ასწავლეს თუ როგორ უნდა გააკეთონ საპნები და ლუფალა. მათ მიერ შექმნილი პროდუქცია კი შეიტანეს მაღაზიებში და გაუჩინეს შემოსავალი ადგილობრივ თემს.
საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
შესაძლებლობები
მაგალითი
კომპანიებმა Unilever, Coca-Cola, SABMiller და IPL ითანამშრომლეს არასამთავრობო ორგანზიაცია Oxfam-თან და ერთობლივად ჩაატარეს კვლევა თუ რა სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა ქონდათ მათ პროდუქტებს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებზე. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე კი ოქსფამმა და გაერომ შეიუმუშავეს Poverty Footprint tool, რომლის დახმარებითაც კომპანიებს შეუძლიათ გამოიკვლიონ მათი ზეგავლენა სიღატაკეში მცოვრებ თემებზე.
ჯანდაცვა
შესაძლებლობები
მაგალითი:
კომპანიას GSK შემუშავებული აქვს ფასწარმოქმნის ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მას გაყიდოს მისი პროდუქცია ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ფასად. კომპანია თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ითვალისწინებს და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მათი პროდუქცია დაახლოებით 25%ით ნაკლები ღირს ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
მრეწველობა
შესაძლებლობები
მაგალითი
კომპანია Maruti Suzuki მომწოდებლების 78% მდებარეობს საწარმოდან 100 კვადრატულ რადიუსში. კომპანიის პრიორიტეტია ადგილობრივი თემის ეკონომიკური გაძლიერება. ამ ყველაფერს კომპანიისთვის მოაქვს ისეთი ბენეფიტები, როგორიცაა ექსპორტ-იმპორტისა და ტრანსპორტირების ხარჯის შემცირება, სოციალური ლიცენზიის მოპოვება და სანდო მომწოდებელთა ჯაჭვის შექმნა.
ტრანსპორტი
შესაძლებლობები
მაგალითი
კომპანია Bamboo Bikes არის პატარა საწარმო განაში, რომელიც აწარმოებს ბამბუკისგან დამზადებულ ველოსიპედებს და ადგილობრივ მოსახლეობას უზრუნველყოფს გამძლე და იაფი ტრანსპორტით. ბამბუკი ბევრად უფრო გამძლეა ვიდრე რკინა და ასევე ბიოდეგრადირებადი, რომელსაც აქვს ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე. ასევე კომპანია ასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს და უჩენს მათ შემოსავალს.
წყარო: SDG Industry Matrix