17/09/2020
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.
გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.
აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:
– ფინანსური სერვისები
– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
– ჯანდაცვა
– მრეწველობა
– ტრანსპორტი
– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
– გარემოს დაცვა
ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მესამე მიზანს და გახადოს ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი.
(წაიკითხეთ ბლოგი მეორე მიზნის, შიმშილის დამარცხების შესახებ)
მიზანი 3- ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის პროგრამების შემუშავება, რომლებიც შეამცირებენ და განკურნავენ გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებს, მათ შორის იმ დაავადებებისაც, რომლებიც განსაკუთრებით გავრცელებულია სამრეწველო სფეროებში, როგორებიცაა ტუბერკულოზი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), მალარია, სასუნთქი გზებისა და გულის დაავადებები და ფსიქიური დაავადებები. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ადგილობრივ და გლობალურ ურთიერთ თანამშრომლობებში, (მაგ. „ტუბერკულოზის და მალარიის გავრცელების შეჩერება მათი უკან დახევა“).
- სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამედიცინო მომსახურებების გავრცელება თანამშრომლების ოჯახების წევრებსა და მიმდებარე საზოგადოებრივ თემებზე.
- ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავდეს დაავადებებსა და ეპიდემიებზე ზედამხედველობის პროგრამები, რათა მოხდეს საზოგადოებაში და მიმდებარე ტერიტორიებზე ეპიდემიების სწრაფად აღმოჩენა და მათზე რეაგირება.
- უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საშიში ქიმიკატებისგან, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისგან, ავტოსაგზაო შემთხვევებისგან, მაღაროების ჩამოშლისგან და სხვა საწარმოო ავარიებისგან ადამიანთა დაავადებისა და სიკვდილიანობის რისკი.
- ინვესტიციები ჩაიდოს კატასტროფების რისკების შემცირებასა და მათთან გასაკმლავებლად მზადყოფნაში, მათ შორის ეფექტურ ადრეულ გამაფრთხილებელ სისტემებში და უსაფრთხოების მექანიზმებში, რაც, ნებისმიერი ბუნებრივი კატაკლიზმის შემთხვევაში, მოახდენს საფრთხის იზოლირებას, გავრცელების პრევენციასა და შეზღუდვას.
- მოუნახეთ ახალი გამოყენება ქიმიურ ან განახლებად ენერგიის ტექნოლოგიებს, რომლებიც გააუმჯობესებენ სამედიცინო მომსახურებას განკერძოებულ თემებში, მათ შორის დაბალი ენერგიის მოხმარების ან მზის ენერგიაზე მომუშავე სამედიცინო მოწყობილობები და სამკურნალო საშუალებები, აგრეთვე თერმოსტაბილური პროდუქტები.
მაგალითი
როდესაც ლიბერიის რესპუბლიკაში ებოლას ვირუსი გავრცელდა, კომპანია ArcelorMittal-ი დაუკავშირდა ქვეყანაში სხვა ბრიტანულ კომპანიებს და შესთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. სწორედ ამ ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა კერძო სექტორის მიერ ებოლას წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფი, რომლის საშუალებითაც კომპანიები ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას და რესურსებს. ჯგუფმა დაატრენინგა 50 000 ზე მეტი ადამიანი და ჰუმანუტარულ ორგანიზაციებს შესწირა მათთვის საჭირო ნივთები.
ფინანსური სერვისები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის
- ჯანდაცვის დაწესებულებებში ინვესტიციების ჩადება ან/და კაპიტალის მოზიდვა.
- ავადობისა და სიკვდილიანობის შესახებ ანონიმური მონაცემების გაზიარება მთავრობებთან, რათა მათ აცნობონ საზოგადოებას თავიანთი ჯანდაცვის პოლიტიკა ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგეს მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა, რაც გამოიწვევს საზოგადოების წევრთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და, შესაბამისად, უფრო დაბალ ანდერრაიტინგის რისკს.
- ჯანმრთელობის, ინვალიდობის, კრიტიკული დაავადებების, სიცოცხლისა და დაკრძალვის დაზღვევის მასშტაბების მორგება დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების შესაძლებლობებზე, რათა შემცირდეს ავადობისა და სიკვდილიანობის ფინანსური შედეგების რისკები. ისეთი პოლიტიკის შემუშავების განხილვა, რომელშიც გამოყენებული იქნება მობილურის საშუალებით ფულადი ანგარიშწორების სერვისები, თანხების ეფექტურად გადარიცხვის მიზნით, მთავრობის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურებებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების დასაფარად (როგორიცაა მოგზაურობა, წამლები და ბავშვთა მოვლის საშუალეაბები).
- მობილურ ოპერატორებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანმშრომლობა ჯანმრთელობის ხელშემწყობი ღონისძიებების მხარდასაჭერად, რის შედეგადაც შემცირდება გადაუხდელი სესხების რაოდენობა და მოთხოვნები ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების ანაზღაურებაზე.
- ხელი შეუწყვეთ, რომ გყავდეთ ჯანმრთელი თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, თემები და ერები, ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის გზით.
მაგალითი
Banca Popolare di Sondrio თავის მომხმარებლებს სოლიდარობის ანგარიშის გახსნას სთავაზობს. ანგარიშის მფლობელისთვის გადახდილი პროცენტის გარდა, ბანკი წლიური ბალანსის 0.5%-ს უხდის იმ ხუთი საქველმოქმედო ორგანიზაციიდან ერთ-ერთს, რომელიც ანგარშის მფლობელმა აირჩია.
–
მრეწველობა
შესაძლებლობები:
- სამედიცინო მოწყობილობების წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით, რომლებიც ადაპტირებული იქნება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობის ქვეყნებისთვის, სახსრების დაბანდება იაფფასიანი პროცესების, პროდუქტებისა და სადისტრიბუციო ქსელების განვითარებაში, სამედიცინო აღჭურვილობის ტექმოსახურებისა და რემონტის ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებაში.
- გააუმჯობესეთ დასაქმებულთა სამუშაო პირობები მთელს ღირებულების შექმნის ჯაჭვში (მათ შორის, მეძუძურ დედებზე დახმარების გაწევით) და უზრუნველყავით თქვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა.
- პერსონალის და, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ღირებულების შექმნის ჯაჭვის სხვა ადამიანების უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაუმჯობესება ბუნებრივი კატასტროფის მაღალი რისკის მქონე ადგილებში, კატასტროფის რისკის შემცირებისა და გამაფრთხილებელი ღონისძიებების გეგმების შემუშავებით (მათ შორის, გადაუდებელი პირველადი დახმარების და სამაშველო უნარ-ჩვევების სწავლების გზით) და მათთვის ფიზიკური და ფსიქოსოციალური დახმარების გაწევით, კატასტროფის დადგომის შემთხვევებში.
მაგალითი
კომპანია Tata Steel მთავრობასთან თანამშრომლობით მუშაობს “ნარკოტიკებისგან თავისუფალი სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის”. ის სხვებს სთავაზობს ნარკო დამოკიდებულების თავიდან აცილებისა და პრობლემის მოგვარების საშუალებებს. ამასთანავე, კომპანია ხშირად აორგანიზებს მოძრავ კლინიკებს და გრიპის საწინააღდეგო კამპანიებს.
საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
შესაძლებლობები:
- გააუმჯობესეთ დასაქმებულთა სამუშაო პირობები მთელს ღირებულების შექმნის ჯაჭვში (მათ შორის, მეძუძურ დედებზე დახმარების გაწევით) და უზრუნველყავით თქვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვების, ფიზიკური დატვირთვისა და ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიის შესაბამისად, დაეხმარეთ მომხმარებლებს დანერგონ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჯანსაღი საკვებისა და სასმელების ფართო არჩევანის შეთავაზებით და მომხმარებელთა საკვები დიეტების, ფიზიკური დატვირთვისა და პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებით.
- გამოიყენეთ კომპანიის გამოცდილება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, დაკავებული საგანმანათლებლო რესურსების, სასკოლო პროგრამებისა და სასკოლო კერძების შესახებ ინფორმირებულობის გზით.
- გაზარდეთ ინვესტიციები ნუტრიცევტიკებში, მათ შორის საკვებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზრდასთან საბრძოლველად.
- მიიღეთ კოლექტიური ზომები, რათა სწრაფად იქნას ამოღებული ანტიბიოტიკები ყოველდღიური საკვების წარმოებიდან.
- პერსონალის და, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ღირებულების შექმნის ჯაჭვის სხვა ადამიანების უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაუმჯობესება ბუნებრივი კატასტროფის მაღალი რისკის მქონე ადგილებში, კატასტროფის რისკის შემცირებისა და გამაფრთხილებელი ღონისძიებების გეგმების შემუშავებით (მათ შორის, გადაუდებელი პირველადი დახმარების და სამაშველო უნარ-ჩვევების სწავლების გზით) და მათთვის ფიზიკური და ფსიქოსოციალური დახმარების გაწევით, კატასტროფის დადგომის შემთხვევებში.
მაგალითი
კომპანია Levi Strauss & Co თავის მომწოდებლებს სთხოვს წარმოების პროცესში დანერგონ თანამშრომელთა კეთილდღეობის პროგრამები. გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროგრამებით იზრდება თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და ფინანსური ცოდნის დონე, ასევე მომწოდებლებში მცირდება თანამშრომელთა გადინების, სამსახურის გაცდენისა და დაგვიანების მაჩვენებელი.
ტრანსპორტი
შესაძლებლობები:
- ითანამშრომლეთ მთავრობებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანთა რაოდენობის შესამცირებლად.
- შესთავაზეთ ისეთი მომსახურებები და პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას სოფლად და დაუცველ მოსახლეობაში.
- უზრუნველყავით თანამშრომლების გამოჯანსაღების პროაქტიული პროგრამა სპეციფიკური სამუშაო პირობებით გამოწვეული არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით.
- ჩაერთეთ მრავალ დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობაში, რათა დაძლიოთ ისეთი გადამდები დაავადებები, როგორიცაა აივ/შიდსი შორეული რეისების მძღოლებისთვის.
- ითანამშრომლეთ ადგილობრივ მთავრობებთან უსაფრთხოდ ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობის მხარდაჭერის საკითხებში.
- გააუმჯობესეთ დასაქმებულთა სამუშაო პირობები მთელს ღირებულების შექმნის ჯაჭვში (მათ შორის, მეძუძურ დედებზე დახმარების გაწევით) და უზრუნველყავით თქვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა.
- პერსონალის და, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ღირებულების შექმნის ჯაჭვის სხვა ადამიანების უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაუმჯობესება ბუნებრივი კატასტროფის მაღალი რისკის მქონე ადგილებში, კატასტროფის რისკის შემცირებისა და გამაფრთხილებელი ღონისძიებების გეგმების შემუშავებით (მათ შორის, გადაუდებელი პირველადი დახმარების და სამაშველო უნარ-ჩვევების სწავლების გზით) და მათთვის ფიზიკური და ფსიქოსოციალური დახმარების გაწევით, კატასტროფის დადგომის შემთხვევებში.
მაგალითი
CSX-მა, ამერიკის შეერთებული შტატების რკინიგზისა და სატრანსპორტო კომპანიამ, ითანამშრომლა სამედიცინო სკოლასთან და მათი დახმარებით თანამშრომლებისთვის შეიმუშავა ფიტენის, სწორი კვებისა და ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამა. (კვლევები ადასტურებს რომ სატრანსპორტო კომპანიებში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა უჩივის სიმსუქნესა და ფიზიკური აქტივობების ნაკლებობის პრობლემებს)
ჯანდაცვა
შესაძლებლობები:
- ითანამშრომლეთ მთავრობებთან, გაერო-სთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ტექნოლოგიების მომწოდებლებთან საზოგადოებრივი თემების ჯანმრთელობის, კვებისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, დაავადებების გავრცელებისა და არასწორი კვების შემცირების მიზნით.
- გაუზიარეთ გამოცდილება მთავრობებს, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ინოვაციური ტექნოლოგიებითა და სხვა გადაწყვეტილებებით, რაც დაეხმარებათ მათ ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაში, რათა ყველასთვის იყოს ისინი ხელმისაწვდომი.
- ითანამშრომლეთ მთავრობებთან და ჯანდაცვის სხვა პროვაიდერებთან მკაცრი სტრატეგიის შემუშავებისთვის და მზარდი ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის გადასაჭრელად.
- ითანამშრომლეთ ჯანდაცვის დარგთან, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, მთავრობებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, გადამდები და არაგადამდები დაავადებების ინოვაციური იაფფასიანი პროფილაქტიკური და სამკურნალო მეთოდების შესამუშავებლად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ვარიანტების გათვალისწინებით, მათ შორის მრავალმხრივად რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის ჩათვლით.
- დაბალი ფასის და მაღალი მოცულობის ფასწარმოქმნის მოდელების გამოყენება ვაქცინებზე, დიაგნოსტიკურ ტესტებზე, წამლებზე, დანამატებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათზე წვდომის გაფართოება. ხელი შეეწყოს ოჯახის დაგეგმვას დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.
- ინვესტიციების ჩადება დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის იაფფასიანი სამედიცინო აპარატების შესამუშავებლად, რომელთა ტექმომსახურება და ექსპლუატაცია იქნება მარტივი.
- მთავრობებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა ეპიდემიისა და პანდემიის რისკის შემცირების, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმების შემუშავების მიზნით.
- გააუმჯობესეთ დასაქმებულთა სამუშაო პირობები მთელს ღირებულების შექმნის ჯაჭვში (მათ შორის, მეძუძურ დედებზე დახმარების გაწევით) და უზრუნველყავით თქვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა.
- პერსონალის და, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ღირებულების შექმნის ჯაჭვის სხვა ადამიანების უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაუმჯობესება ბუნებრივი კატასტროფის მაღალი რისკის მქონე ადგილებში, კატასტროფის რისკის შემცირებისა და გამაფრთხილებელი ღონისძიებების გეგმების შემუშავებით (მათ შორის, გადაუდებელი პირველადი დახმარების და სამაშველო უნარ-ჩვევების სწავლების გზით) და მათთვის ფიზიკური და ფსიქოსოციალური დახმარების გაწევით, კატასტროფის დადგომის შემთხვევებში.
მაგალითი
სამხრეთ აფრიკის ინოვაციური ფარმაცევტული ინდუსტრიის ასოციცაცია წარმოადგენს 25 წამყვან ფარმაცევტულ კომპანიას, რომელთა მიზანია შეისწავლონ, განავითარონ და ბაზარზე შემოიტანონ ინოვაციური და ხარისხიანი მედიკამენტები. ასევე ასოციაცია, განვითარებად ქვეყნებში, ფინანსურად მხარს უჭერს ინოვაციური წამლებისა და ვაქცინების შექმნას
წყარო: SDG Industry Matrix