CSR ბლოგი

ხარისხიანი განათლება - SDG Industry Matrix

ხარისხიანი განათლება - SDG Industry Matrix

05/11/2020

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე. 

გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.

აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:

– ფინანსური სერვისები

– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი

– ჯანდაცვა  

– მრეწველობა

– ტრანსპორტი

– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები

– გარემოს დაცვა 

ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს და გახადონ განათლება უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. 

მიზანი 4 – ხარისხიანი განათლება 

ბუნებრივი რესურსებიენერგეტიკა და ქიმიკატები

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • ამჟამინდელი და მომავალი ადგილობრივი მუშაკებისა და მომწოდებლების შესაძლებლობების განვითარების მიზნით ჩაიდოს ინვესტიციები ენერგეტიკის, გადამამუშავებელ და საწარმოო ობიექტების მახლობლად განთავსებული სკოლების, ტექნიკურ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალში, მათი ოჯახის წევრებსა და თემებში.
  • დაფინანსდეს მუშაკები და საზოგადოების წევრები, რათა მათ ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში. ამით შემცირდება დამოკიდებულება უცხოელ თანამშრომლებზე.
  • ჩაუტარდეთ ტრენინგები ადგილობრივ მომწოდებლებსა და მომსახურების მიმწოდებლებს, მათი საქმიანობის ხარისხისა და მდგრადობის ასამაღლებლად, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიწოდების ქსელებში და კაპიტალურ პროექტებში.
  • იქნას  ხელშეწყობილი საუნივერსიტეტო და პროფესიული STEM (მეცნიერება, ტექნიკა, ინჟინერია და მათემატიკა) სწავლება და ჩაიდოს მათში ინვესტიციები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ისეთ უნარ–ჩვევების მქონე თანამშრომლებზე წვდომა, რომლებიც აკმაყოფილებენ ბიზნესის სამომავლო საჭიროებებს ოპერაციების ქვეყნებში (მაგ. ინჟინრები, გეომეცნიერები, ქიმიკოსები და ა.შ.).
  • თანამშრომლობა სხვა ბიზნესებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან კომპანიის ღირებულების ჯაჭვის ქვეყნებში სწავლების გასაუმჯობესებლად (ამით განხორციელდება გრძელვადიანი ინვესტიციები მრავალმხრივი ნიჭის მქონე ახალგაზრდებში და გაუმჯობესდება  ეკონომიკა).

მაგალითი

Overgas არის ბულგარეთის გაზის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც უკვე წლებია გაზის ტექონოლოგიების მიმართულებით საზოგადოებაში ამაღლებს ცნობიერებას  და ხელს უწყობს ახალგაზრდებს აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამასთანავე თანამშრომლობს ბულგარეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და უკვე 14 წელია მართავს კონკურსს “‘best young installer”. აღნიშნული კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. გარდა ამისა კომპანია სტუდენტებს სთავაზობს საზაფხულო სტაჟირებებს, რასაც ხშირ შემთხვევაში მოყვება ხოლმე Overgas-ში დასაქმება. 

ფინანსური სერვისები

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • თანამშრომლობა განვითარებაზე ორიენტირებულ საფინანსო ინსტიტუტებსა და მთავრობებთან განათლების ინოვაციური პროექტების დაფინანსების ასამაღლებლად და/ან ინვესტიციების განხორციელების მიზნით.
  • გაიზარდოს პირადი დანაზოგებისა და საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა და გამოყენება, რათა დაეხმაროთ ოჯახებს დაგეგმონ და დააფინანსონ განათლების ხარჯები.
  • განვრცობილ იქნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საარსებო მინიმუმის დაზღვევა განვითარებად ბაზრებზე, რათა შემცირდეს იმის რისკი, რომ ბავშვებმა მიატოვონ სკოლაში სიარული სამედიცინო მკურნალობის არქონის გამო, ან იმისათვის, რომ მოუარონ ავადმყოფ ოჯახის წევრს, ან წავიდნენ სამუშაოდ, რათა შეავსონ ოჯახის შემოსავლები.
  • უზრუნველყოფილ იქნას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ტრენინგები  ბუღალტრული აღრიცხვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და ბიზნესის მენეჯმენტის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათი მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლებას, რითაც იქნება მიღწეული მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებელთა ერთგულება, რაც ხელს შეუწყობს  მათ  წარმატებაში და ახალი კლიენტების მოძიებასა და მოზიდვაში.
  • დარგებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და საუკეთესო პრაქტიკების მოძიება ფინანსური წიგნიერების ამაღლებისთვის, როგორც სკოლებში, ასევე ქალთა და მამაკაცთა შორის, მარგინალური ჯგუფების ჩათვლით (მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები). სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის განათლების სამინისტროებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზების მოძიება.
  • მარგინალურ და არასაკეთილდღეო გარემოში მყოფი ახალგაზრდების პატრონობა, მათი აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად და იმისათვის, რომ სხვადასხვა სფეროებს ხელი მიუწვდებოდეთ ასეთი ახალგაზრდების მრავალმხრივ ნიჭზე, რამაც შეიძლება მათ მისცეს ამის გაცნობიერება, რაც აუცილებელია მათი ფინანსური კეთილდღეობის ასამაღლებლად.

მაგალითი

2014 წელს Western Union-მა ჩაუშვა პროგრამა “Apna Sapna”, რომელიც ფინანსური წიგნირების პროგრამაა და შექმნილია არაბთა გაერთიანებული საემიროებში მცხოვრები მიგრანტებისთვის. პროგრამა 8 ენაზეა და ეხმარება მიგრანტებს ფინანსური უნარების გაუმჯობესებაში. 

საკვებისასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი

შესაძლებლობები:

  • იქნას  ხელშეწყობილი და ჩაიდოს ინვესტიციები STEM (მეცნიერება, ტექნიკა, ინჟინერია და მათემატიკა), რათა უზრუნველყოფილ იქნას ისეთ უნარ–ჩვევების მქონე თანამშრომლებზე წვდომა, რომლებიც აკმაყოფილებენ ბიზნესის სამომავლო საჭიროებებს ოპერაციების ქვეყნებში (მაგ. კვების ტექნოლოგიები, პროდუქტების დიზაინერები, სისტემების ანალიტიკოსები და ა.შ.).
  • მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, მომხმარებელთა და საზოგადოების წევრთა განათლების დონის ამაღლება მდგრადი ცხოვრების წესის საკითხებზე.
  • თანამშრომლობა სხვა ბიზნესებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან კომპანიის ღირებულების ჯაჭვის ქვეყნებში სწავლების გასაუმჯობესებლად (ამით განხორციელდება გრძელვადიანი ინვესტიციები მრავალმხრივი ნიჭის მქონე ახალგაზრდებში და გაუმჯობესდება  ეკონომიკა).

მაგალითი

Fazer Group მხარს უჭერს და ეხმარება კოტ-დივუარში დაფუძნებულ კომპანია Biéby-ს, რომელიც არის მცირე კაკაოს მეურნეობა. 2007 წელს ქვეყანაში დაფუძნდა პროგრამა, რომელიც სწორედ კაკაოს მეურნეობაში დასაქმების მსურველ ახალგაზრდებს ასწავლის კაკაოს კულტივაციისა და მისი პროდუქტათ ქცევის უნარებს. 

ტრანსპორტი

შესაძლებლობები:

  • იქნას  ხელშეწყობილი და ჩაიდოს ინვესტიციები STEM (მეცნიერება, ტექნიკა, ინჟინერია და მათემატიკა) გოგონების, ბიჭების, ქალთა და მამაკაცთა განათლებაში რათა უზრუნველყოფილ იქნას ისეთ უნარ–ჩვევების მქონე თანამშრომლებზე წვდომა, რომლებიც აკმაყოფილებენ ბიზნესის სამომავლო საჭიროებებს ოპერაციების ქვეყნებში (მაგ. ინჟინრები, ტექნოლოგიების ექსპერტები და მონაცემთა ანალიტიკოსები)
  • სხვა კომპანიებთან და სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა პროფესიული ტრენინგის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანებს, მათ შორის ქალებს, კაცებს და სოციალურად დაუცველ პირებს (როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები) განვუვითაროთ სხვადასხვა ნიჭი.
  • სამთავრობო უწყებებთან და სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა სკოლის სასწავლო პროგრამებში  საგზაო უსაფრთხოების საკითხების ინტეგრირების მიზნით.
  • დახმარების გაწევა ადგილობრივ მუნიციპალურ თვითმმართველობებზე, რათა დადგინდეს სასწავლო დაწესებულებების ოპტიმალური ადგილმდებარეობება, მაგალითად, მასობრივ სატრანსპორტო ხაზებთან ახლოს.
  • თანამშრომლობა სხვა ბიზნესებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან კომპანიის ღირებულების ჯაჭვის ქვეყნებში სწავლების გასაუმჯობესებლად (ამით განხორციელდება გრძელვადიანი ინვესტიციები მრავალმხრივი ნიჭის მქონე ახალგაზრდებში და გაუმჯობესდება  ეკონომიკა).

მაგალითი

ვოლვო ჯგუფმა, ამერიკის განვითარების სააგენტოსთან და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად 2013 წლიდან 2018 წლამდე აფრიკასა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში 4500 ახალგაზრდას მისცეს საშუალება დასწრებოდნენ პროფესიული სწავლების კურსებს. კურსები დაინტერესებულ პირებს ასწალიდნენ მძიმე ტექნიკის გამოყენებას. 

ჯანდაცვა

შესაძლებლობები:

  • იქნას  ხელშეწყობილი და ჩაიდოს ინვესტიციები STEM (მეცნიერება, ტექნიკა, ინჟინერია და მათემატიკა) და სამედიცინო ტრენინგებში.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თემების განათლების დონის ამაღლება, მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, ჯანმრთელობის დამზღვევ სადაზღვევო კომპანიებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
  • სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების განათლების დონის ამაღლება ახალი ტექნოლოგიების, მკურნალობის ახალი მეთოდებისა და მედიკამენტების, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების, ავადმყოფებისთვის პასუხისმგებლობის გრძნობით დანიშვნის საკითხებზე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მედიკამენტების წინააღმდეგობა არის მეტად გაზრდილი.
  • ინვესტირება ელექტრონულ ჯანდაცვის გადაწყვეტილებებში, რაც საშუალებას მისცემს იმ ქვეყნების სამედიცინო სპეციალისტებს, რომლებშიც ნაკლებად არის განვითარებული ჯანდაცვის სისტემა, დისტანციურად გაიარონ კონსულტაცია და ისწავლონ უფრო განვითარებული ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების სამედიცინო პროფესიონალებისგან.
  • თანამშრომლობა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, ჯანდაცვის სამინისტროებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთგაგებისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული, დიაგნოზირდეს და მკურნალობა ჩაუტარდეს მივიწყებული ტროპიკული დაავადებებს.
  • უზრუნველყოფილ იქნას მომწოდებლების ტრენინგი მათი საქმიანობის პროდუქტიულობისა და მდგრადობის ასამაღლებლად, რათა მიწეულ იქნას ეკოლოგიურად მგრძნობიარე მაღალი ხარისხის შემავალ რესურსებზე წვდომა.

მაგალითი

GSK შექმნა პროგრამა, რომელიც აფრიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ფარმაცევტული მეცნიერებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის  პოპულარიზაციას ეწევა. პროგრამის მიზანია იმ უნარების გაზრდა, რომელიც ხელს შეუწყოს ადგილობრივ მეცნიერებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, მოიზიდონ ინვესტიციები და გახადონ სფერო უფრო მდგრადი და სტაბილური.


წყარო: SDG Industry Matrix

უკან დაბრუნება