CSR ბლოგი

სუფთა წყალი და სანიტარია - SDG Industry Matrix

სუფთა წყალი და სანიტარია - SDG Industry Matrix

12/07/2021

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.

გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.

აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:

– ფინანსური სერვისები

– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი

– ჯანდაცვა 

– მრეწველობა

– ტრანსპორტი

– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები

– გარემოს დაცვა

ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მეექვსე მიზანს, მსოფლიოში წყლის პრობლემის მოგვარებას. 

მიზანი 6 – სუფთა წყალი და სანიტარია 

ბუნებრივი რესურსებიენერგეტიკა და ქიმიკატები

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • გამოიყენეთ წყლის დამზოგი, ინოვაციური ტექნოლოგიები სამთო, ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესებში (მაგ., მშრალი ნარჩენების მოპოვება სამთო მრეწველობაში).
  • ყოველთვის აკონტროლეთ წყლის ხარისხი, კომპანიის სოციალური ლიცენზიის შენარჩუნების მიზნით.
  • განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვანია ითანამშრომლოთ წყალმომარაგების კომპანიებთან და ჩადოთ ინვესტიციები გამწმენდისა და დემინერალიზაციის სადგურებში.
  • ხელი მოაწერეთ მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს „WASH Pledge“-სთან, რომელიც მოუწოდებს კომპანიებს უზრუნველყონ უსაფრთხო წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ხელმისაწვდომობა სამუშაო ადგილზე.

მაგალითი:

– 2014 წელს, პერუში, „Cerro Corona“-ამ საკუთარი მაღაროს ზეგავლენის არეალში, მთავრობასთან თანამშრომლობით, გადაწყვიტა დაეწყო ოთხ წლიანი პროგრამა წყლის ხარისხისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. პროგრამა მოიცავს სასმელი წყლის ახალი სისტემების მშენებლობას, არსებული წყლის ინფრასტრუქტურაში წყლის გაჟონვის იდენტიფიცირებასა და შეკეთებას და ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც ადგილობრივ ნაკადს აბინძურებს. პროგრამის შედეგად, უალგავოკში მცხოვრები შინამეურნეობების თითქმის 90% -ს აქვს საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი. ასეთი პროგრამები აძლიერებს კომპანიის სოციალურ ლიცენზიას, და შესაძლებლობას აძლევს იმუშაოს იმ რეგიონში, სადაც სხვა სამთო კომპანიებს წყალთან დაკავშირებული კონფლიქტები აქვთ ადგილობრივ თემებთან. 

 საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  •  ხელი შეუწყვეთ ისეთი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, რომელიც ამცირებს წყლის მოხმარებას სოფლის მეურნეობაში. (სოფლის მეურნეობა წარმოადგენს მსოფლიოში არსებული მტკნარი წყლის მოხმარების 70% -ს და აქედან მოხმარების 15-35% ითვლება არამდგრადად და მავნედ).
  • შეძლებისდაგვარად შეამცირეთ წყლის მოხმარება საწარმოო სისტემებში.
  • იმ შემთხვევაში თუ თქვენ ოპერირებთ დაბალშემოსავიან თემში და მათ არ აქვთ წვდომა სასმელ წყალზე, შეეცადეთ მოაგვაროთ აღნიშნული პრობლემა.
  • დააფინანსეთ ან იმუშავეთ ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომელიც განვითარებად ქვეყნებს მოიგვარებს სანიტარულ და ჰიგიენურ საჭიროებებს.

მაგალითი:

– „Unilever“– მა შექმნა ახალი საპონი, რომელიც მიკრობებისგან უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს. გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას ბაქტერიებისგან, რომლებიც იწვევენ კუჭის ინფექციებს, ტიფის ციებსა და ქოლერას, ის ასევე ებრძვის კანისა და თვალის ინფექციებს. შედეგად, ამ ინოვაციამ შექმნა ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც აგარიდებთ ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს, ასევე ხელს უწყობს კომპანიის მთლიანი ბრენდის განვითარებას. 

ტრანსპორტი

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • გააუმჯობესეთ წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების ტექნოლოგია. მინიმუმამდე შეამცირეთ მავნე ნარჩენების რაოდენობა და შეამცირეთ წყლის მოხმარება სატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და თვითმფრინავების მოვლისა და მოხმარების დროს.
  • გაითვალისწინეთ წყალთან დაკავშირებული მომსახირების ხარჯები (წყალმომარაგების ჩათვლით), როგორც ინვესტიციების შეფასების ნაწილი.

მაგალითი:

– 2000 – დან 2014 წლამდე ფორდმა წყლის გლობალური მოხმარება 62% –ით შეამცირა. აღნიშნულ მიზანს კომპანიამ მიაღწია წყლის შემცირებით როგორც ტრანსპორტის წარმოების ასევე მოხმარების შემცირების საშუალებით. 

ჯანდაცვა

 შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • საავადმყოფოებსა და სამრეწველო შენობებში წყლის მოხმარების შემცირება, ასევე ჩამდინარე წყლის დამუშავება, გადამუშავება და ხელახალი გამოყენება.
  • წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ჯანდაცვის ნარჩენების უსაფრთხოდ მართვისთვის, მნიშნელოვანია ითანამშრომლოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან და კერძო სამედიცინო დაწესებულებებთან.
  • საწარმოებიდან ჩამდინარე წყლების მინიმიზაცია და სათანადო გაწმენდა წყლის წყაროების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

მაგალითი:

– ფარმაცევტული კომპანია ელი ლილი (Eli Lilly ) არაერთი ინიციატივით გამოვიდა წყლის მოხმარების შემცირების თაობაზე. მაგალითად, 2014 წელს კომპანიამ დაიქირავა გარემოსდაცვითი ექსპერტები, ჩაატარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ამის შემდეგ დაიწყო ფარმაცევტული ნივთიერების ოპტიმიზირებული წარმოების დაჩქარებული პროცესი, რამაც შეამცირა გაწმენდილი წყლის მოხმარება და ნარჩენების წარმოება ერთეულ პროდუქციაზე 30% -ით. 

ფინანსური სერვისები

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • ჩადეთ ინვესტიცია და შეაგროვეთ კაპიტალი წყლისა და სანიტარული ინფრასტრუქტურისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ითანამშრომლეთ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე დონორ ორგანიზაციებთან.
  •  წყლის მოხმარებასა და დაბინძურებასთან დაკავშირებული რისკები განიხილეთ ინვესტიციების რისკების შეფასების კრიტერიუმად.
  • წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ითანამშრომლეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, მთავრობებთან, კოლეგებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

მაგალითი:

– ციურიხის სადაზღვევო ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა ახალი თანამშრომლობა „გლობალური მდგრადობის პარტნიორობასთან“ („Global Resilience Partnership“), რათა შეიქმნას საგრანტო კონკურსი სახელწოდებით -„წყლის ფანჯარა“. კონკურსის მიზანია გამოავლინოს წყალთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობები შემდეგ ადგილებში: საჰელი, აფრიკის რქასა და აზიაში … … „გლობალური მდგრადობის” პარტნიორობა “ შეიქმნა როკფელერის ფონდის , USAID- ისა და Sida- ს მიერ, რათა  მილიონობით ადამიანს აფრიკასა და აზიაში დაეხმაროს უფრო მდგრადი მომავლის მშენებლობაში. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 55 ქვეყნიდან 500 გუნდი. 

მრეწველობა

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • წყლის მოხმარების შემცირება დახურული ციკლის წარმოების პროცესების დანერგვით.
  • ჩამდინარე წყლების გამწმენდი საშუალებებისa და სამრეწველო პროცესებში ჩამდინარე წყლების გაწმენდის, გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების პროცესების გაუმჯობესება.
  • ინვესტიცია განახორციელეთ თანამედროვე ტექნოლოგიებში, როგორიცაა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რაც წყლის მოხმარებას მინიმუმამდე ამცირებს (სოფლის მეურნეობა შეადგენს მსოფლიოში არსებული მტკნარი წყლის მოხმარების 70%).
  • საიმედო, დაბალდანახარჯიანი წყლის ტუმბოების და კანალიზაციის ტექნოლოგიის შექმნა და წარმოება, რომელიც ადაპტირებულია დაბალშემოსავლიანი სოფლისა და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებზე.

მაგალითი:

-1998 წლიდან, ინტელმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავის ოფისებში განახორციელა 220 დოლარზე მეტი ინვესტიცია და დანერგა წყლის კონსერვაციის პროგრამა. აღნიშნული პროგრამის საშუალებით დაზოგა 48 მილიარდ გალონზე მეტი წყალი. კომპანიას დანერგილი აქვს წვიმის წყლის შეგროვებისა და გადამუშვაების სისტემა, ხდება წყლის ხელმეორედ მოხმარება სარმეწველო საქმიანობაში. მაგალითად 2014 წელს ინეტლმა ოფისებს შიგნით გადაამუშავა 3.9 მილიარდი გალონი წყალი, რაც იმ წლის წყლის მოხმარების 47% უტოლდებოდა.


წყარო: SDG Industry Matrix

უკან დაბრუნება