CSR ბლოგი

ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია - SDG Industry Matrix

ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია - SDG Industry Matrix

23/08/2021

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.

გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.

აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:

– ფინანსური სერვისები

– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი

– ჯანდაცვა

– მრეწველობა

– ტრანსპორტი

– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები

– გარემოს დაცვა

ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზანს.

მიზანი 7 – ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია 

ბუნებრივი რესურსებიენერგეტიკა და ქიმიკატები

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • განახლებად წყაროებზე (მზე, ქარი, ჰიდრო, გეოთერმული და ბიომასა) გადასვლის დასაჩქარებლად მოწინავე ტექნოლოგიების იდენტიფიცირება და დანერგვა შესაძლებელია შიდა კვლევებისა და განვითარების ან ახალ საწარმოებში ინვესტიციის გზით.
  • შეძლებისდაგვარად, თუ ქვეყნის განვითარების გეგმებსა და ჩარჩოს შეესაბამება, მაღალი გამონაბოლქვის ენერგიის წყაროებიდან (მაგალითად, ქვანახშირი და ნავთი) უფრო სუფთა ალტერნატივებზე გადართვის ხელშეწყობა, როგორიცაა ბუნებრივი აირი (განახლებადი ენერგიის წყაროების გარდა)
  • გამონაბოლქვის შესამცირებლად თანამედროვე ენერგიის გამომუშავების საშუალებით ტექნოლოგიური ინოვაციების (წვადი აირების შემცირება, აირადი გამონაბოლქვის შემცირება).
  • განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის გაუმჯობესება ქსელებსა და ელექტროენერგიის ბაზრებზე (მაგალითად, „ჭკვიანი“ ქსელის ტექნოლოგიების დანერგვით, პროგნოზირების გაუმჯობესებით და შორ მანძილზე გადაცემის შესაძლებლობების გაზრდით).
  • ქსელის გარე კავშირის უზრუნველყოფა, რათა ხელმისაწვდომი იყოს განახლებადი ენერგიის წყაროები; მაგალითად, ნახშირბადის დაბალი შემცველობის მიკრო-ქსელის ან იაფი ერთობლივი მზის სისტემების საშუალებით.
  • განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, ასევე ფინანსების ალტერნატიული წყაროების შესწავლა, რაც მაქსიმალურად გაზრდის ტექნოლოგიის პოტენციალს, რათა უზრუნველყოს ენერგიის ხელმისაწვდომობა ყველასთვის.
  • ინოვაციური მომსახურების პირობების შესწავლა, რაც ზრდის ენერგიის ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფას დაბალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის.
  • მომხმარებელის ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაზოგონ ენერგია, აგრეთვე უსაფრთხო, განახლებადი და ეკონომიურად ეფექტური ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობისა და სარგებელის შესახებ ინფორმირება.
  • ენერგეტიკის სექტორის შესახებ ცოდნის გაზიარება ადგილობრივ მთავრობებთან, რათა მათ გადალახონ ენერგიის ხელმისაწვდომობის ბარიერები და ხელი შეუწყონ ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას.

მაგალითი:

დუპონტი (DuPont) ახდენს ეთანოლის ცელულოზის კომერციალიზაციას, მას აქვს ნახშირბადის ერთ -ერთი ყველაზე დაბალი  გამონაბოლქვისა და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა სატრანსპორტო საწვავი მსოფლიოში.  2009 წლიდან დუპონტი ფუნქციონირებს სადემონსტრაციო ობიექტზე აღმოსავლეთ ტენესის შტატში, რომელიც აწარმოებს ეთანოლის ცელულოზს სიმინდის ჩალისგან, ფეტვისგან და შაქრის ლერწმის ჩენჩოსგან. 

ფინანსური სერვისები

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების სტიმულირება, როგორიცაა ქარის ენერგიის ცენტრები და მზის ენერგია, რათა დაჩქარდეს დაბალი ნახშირბადის შემცველ ეკონომიკაზე გადასვლა.
  • UNEP-თან და UNFCCC -თან თანამშრომლობით წავახალისოთ ის კომპანიები, პირები და მთავრობები რათა მათ მართონ თავისი გარემოზე ზემოქმედება და შეამცირონ ენერგიის მოხმარების ზრდა.

მაგალითი:

ავივა (Aviva) არის ერთ -ერთი უდიდესი მზის ენერგიის ინვესტორი დიდ ბრიტანეთში. მან ინვესტიცია ჩადო ინგლისში და უელსში. განახორციელა 24,000 საცხოვრებელში მზის დანადგარების ინსტალაცია, 75 მგვტ სიმძლავრით. აღნიშნული  სახლის მფლობელს უზრუნველყოფს უფასო განახლებადი ელექტროენერგიით. ავივა ასევე მუშაობს ბრიტანეთის მწვანე საინვესტიციო ბანკთან და ეხმარება ენერგოეფექტური ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დაფინანსებაში. 

საკვებისასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • ენერგიის გამომუშავება საკვებიდან, რომელიც მოხმარებისთვის აღარ არის შესაფერისი.
  • ისეთი პროდუქტების შექმნა და განვითარება, რომელიც მოითხოვს ნაკლებ ენერგიას.მაგალითი:

პეპსიკო (PepsiCo ) 2014 წელს კომპანიამ დაიწყო ენერგო ეფექტური ტრანსპორტის გამოყენება და მარტო იმ წელს დაზოგა 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი და ასევე შეამცირა გამონაბოლქვი 20% -ზე მეტი სტანდარტული დიზელის ძრავებთან შედარებით. კომპანიამ ასევე შეიძინა ახალი მანქანები, რომლებიც ორმაგად დაზოგავს საწვავს ტრადიციულ სატვირთო მანქანებთან შედარებით. 

ჯანდაცვა

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • ენერგიის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში და სამედიცინო საწყობში, მათ შორის სოფლად, სუსტ სახელმწიფოებსა და ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.
  • ჯანდაცვის ობიექტებისა და საწარმოების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება,
  • განახლებადი წყაროებიდან მოხმარებული ენერგიის წილის გაზრდა,

მაგალითი:

აქტავისმა (Actavis) თავის ქარხანაში, შვეიცარიაში, დაამონტაჟა მზის თერმული ენერგიის სისტემა  სასადილოებსა და სანიტარულ მოწყობილობებზე ცხელი წყლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დაწესებულებაში ასევე მოქმედებს სითბოს აღდგენის ინოვაციური სისტემა, რომელიც ზაფხულში შენობების გასაგრილებლად და ცივ დღეებში გასათბობად კონდიცირების გამოყენებით იყენებს მიწისქვეშა წყლებს. გარდა ამისა, ისლანდიის აქტავის ქარხანა სრულად იკვებება განახლებადი ენერგიის წყაროებით. 

მრეწველობა

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • უფრო ეფექტური ტექნოლოგიის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიიის ხელმისაწვდომობას სოფლისა და მარგინალიზებული საზოგადოებისთვის.
  • სუფთა ენერგიის წყაროზე ეფექტურად მომუშავე სამრეწველო აღჭურვილობისა და გადამზიდი მანქანების, ხომალდებისა და თვითმფრინავების განვითარება და ვაჭრობა.
  • მომწოდებლების წახალისება და მხარდაჭერა, რათა გაზარდოს ენერგიის წილი განახლებადი წყაროებიდან.

მაგალითი

შპს „აბბ“ (ABB Ltd. ) მთელს მსოფლიოში „აბბ“– მ დაასრულა 30 მიკრო ქსელის პროექტი, რომლებიც ახდენენ ენერგიის რესურსების განაწილების კოორდინაციას და განახლებადი ენერგიების ინტეგრირებას ჩვეულებრივ ენერგეტიკულ წყაროებთან. დაბალი ძაბვის მიკრო ქსელები ხელს უწყობენ განახლებადი ენერგიის მიღების დაჩქარებას მცირე მაშტაბიანი ქარის ან მზის ენერგიის 4 მეგავატამდე ბატარეის ენერგიის შესანახ სისტემებთან ინტეგრირებით. 

ტრანსპორტი

შესაძლებლობები კომპანიებისთვის:

  • თანამშრომლობა კონკურენტებთან და მთავრობებთან, სატრანსპორტო სისტემების ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
  • ფლოტების მოდერნიზება, რათა შესაძლებელი იყოს ალტერნატიული, ნახშირბადის ნაკლებად შემცველი საწვავის გამოყენება და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება.
  • მწარმოებლებთან პარტნიორობა მანქანების, ხომალდებისა და თვითმფრინავების დიზაინისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
  • მრეწველობასთან, ენერგეტიკასთან, აკადემიასთან და მთავრობებთან კოორდინირებული ინვესტიციების განხორციელება მომავალი თაობის ბიოსაწვავის კვლევისა და განვითარებისთვის.

მაგალითი:

ნიუ იორკის შტატის მეტროპოლიტენის სამსახურმა (MTA The New York State’s Metropolitan Transportation Authority), საზოგადოებრივი ტრანსპორტის კორპორაციამ შეერთებულ შტატებში, შეიძინა ჰიბრიდული ელექტრო ავტობუსები. ყველა მისი დიზელის ავტობუსი გადართო დიზელზე და დაიწყო დიზელის მოდერნიზაციის პროგრამა. აღნიშნულმა ხელი შეუწყო ქალაქს ჰქონოდა მსოფლიოში ერთ-ერთთი ყვლაზე მწვანე სატრანსპორტო სისტემა. 


წყარო: SDG Industry Matrix

უკან დაბრუნება