22/09/2021
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.
გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.
აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:
– ფინანსური სერვისები
– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
– ჯანდაცვა
– მრეწველობა
– ტრანსპორტი
– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
– გარემოს დაცვა
ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მერვე მიზანს.
მიზანი 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- ენტერპრენუერებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების (SME) შესაძლებლობების განვითარება ქვეყანაში ადგილობრივი მომწოდებლების რაოდენობის გაზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავალების გენერირების მიზნით.
- სამუშაოზე აყვანისა და ტრენინგის პროგრამების განხორციელება, რაც ფოკუსირებული იქნება ადგილობრივ პერსონალზე, მათ შორის ქალებზე, ახალგაზრდებსა და მარგინალიზებულ ადამიანებზე (მათ შორის ადგილობრივებზე).
- ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ადგილობრივი შესყიდვებისა და მომწოდებლების განვითარების სტრატეგიების საშუალებით.
- წარმოებაში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების ხელშეწყობა, თანამშრომლების წახალისება აიღონ პირადი და კოლექტიური პასუხისმგებლობა უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.
- მომწოდებლებისათვის სტანდარტების დაწესება, რომლებიც მომწოდებლებს სთხოვენ პატივი სცენ შრომით უფლებებს (მათ შორის თანაბარ შესაძლებლობაზე, თანაბარი ანაზღაურება თანაბარი სამუშაოსთვის, მიგრანტ მუშაკთა უფლებებსა და უსაფრთხო სამუშაო პირობებზე) და მომწოდებლების ტრენინგისა და მონიტორინგის გზით მხარი დაუჭირონ აღნიშნულის განხორციელებას.
- სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის უზრუნველყოს მიზნობრივი სტაჟირება.
- შექმენით შესაძლებლობები დაბალანაზღაურებადი მუშებისთვის, რათა მათ განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები და გაიუმჯობესონ პროფესიული შესაძლებლობები როგორც ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და ქიმიური სექტორების შიგნით და გარეთ.
მაგალითი:
ესკომ (Eskom) დაარსა ესკომ კონტრაქტორთა აკადემია (the Eskom Contractor Academy), როგორც საწარმოს განვითარების პროგრამის ნაწილი, ის მხარს უჭერს უნარების განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, აგრეთვე ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას. 2008 წელს კონტრაქტორთა აკადემიამ დაიწყო როგორც საპილოტე პროგრამა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ფინანსური სერვისები
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- პოლიტიკური და არაკომერციული რისკის დაზღვევის გაძლიერება, იმისათვის რომ განვითარებად და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გაიზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
- მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობა პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით, რომლებიც საერთაშორისო ბანკების მიერ საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების გამო საკანონმდებლო მომსახურების მიტოვების ტენდენციას შეცვლიან საწინააღმდეგო მიმართულებით.
- მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის მიკროფინანსების გაფართოება (დანაზოგი, სესხი და დაზღვევა).
- დაფინანსების გაფართოება „გამოტოვებული საშუალო დონისთვის“, ანუ მაგალითად მცირე ბიზნესი, რომელიც ტოვებს მიკროსაფინანსოებს, რადგან ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა საკრედიტო ფორმალურ საბანკო სისტემაზე.
- გამოიყენეთ ახალი ბიზნეს მოდელები და ტექნოლოგიები კაპიტალის დივერსიფიცირებული წყაროების გასაზრდელად.
- უზრუნველყავით მიზნობრივი სტაჟირება სოცილური დაუცველი ახალგაზრდებისათვის.
- შექმენით შესაძლებლობები დაბალანაზღაურებადი მუშებისთვის, რათა მათ განივითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები და გაიუმჯობესონ პროფესიული შესაძლებლობები როგორც ფინანსური მომსახურების სექტორში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მაგალითი:
შეკერბანკი (Șekerbank ) განაგრძობს საზოგადოებრივი ბანკინგის ძირითადი მისიის შემუშავებას, რომლის მიზანია გადაჭრას თურქეთში დაახლოებით 15 მილიონი ისეთი ადამიანის პრობლემები, რომლებსაც ბანკში ჯერ არ აქვთ განთავსებული თანხები (მოსახლეობის 35%). 2006 წლიდან შეკერბანკი განუწყვეტლივ მუშაობს მიკროსაფინანსო პროექტზე, ძირითადად სესხების გაცემაზე იმ პირებისთვის, რომლებმაც ახლახან დაიწყეს ბიზნესი და არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები, ან მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მიჩვეულნი საბანკო მომსახურებას. ამ პროექტის ფარგლებში 26,000 -ზე მეტი ხელოსანი და ფერმერი იყო ჩართული საბანკო მომსახურებაში, რომელთა 42% გახლავთ ქალი. შეკერბანკი აფართოებს თავის მიკროსაფინანსო პროექტებს, რათა მიწვდეს უფრო მეტ ადამიანს, რომელსაც ბანკში ჯერ არ აქვთ განთავსებული თანხები.
საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- პრიორიტეტი მიანიჭეთ თანამედროვე მონობის და ბავშვთა შრომის აღმოფხვრას სასოფლო -სამეურნეო და სამრეწველო მიწოდების ქსელებში.
- ხელი შეუწყვეთ პერსპექტიული და მომთხოვნი პირების კარიერას სოფლის მეურნეობაში, რომლებსაც აქვთ ფართო სპექტრის ტექნიკური უნარები და ჩადეთ ინვესტიციები სტიპენდიებსა და სტაჟირებებში.
- შეიმუშავეთ ეროვნული პროდუქტები/ბრენდები, რომელთა წარმოებაც შესაძლებელია ადგილობრივად, რათა შეიქმნას ბაზარი ადგილობრივი ფერმერებისთვის, გადამამუშავებლებისთვისა და მომწოდებლებისთვის.
- უზრუნველყავით მიზნობრივი სტაჟირება სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის.
მაგალითი:
ჯენერალ მილსმა (General Mills) ვანილის წარმოებაში 325 ფერმერული ოჯახის დატრენინგების მიზნით დაიწყო პროგრამა სოფელ ბელამბოში, რომელიც მდებარეობს მადაგასკარის ჩრდილოეთ სავას რეგიონში.
ტრენინგი მოიცავდა ფერმერების სწავლებას, თუ როგორ მისდიონ ვანილის გაზრდას – ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად ზრდის მათ შემოსავლებს. მეორე წელს კომპანიამ ინვესტიცია ჩადო სამხრეთ სავას რეგიონის თემებში, მათ შორის სოფელ ანტანანამბოში. მესამე წლისთვის ფერმერთა ასოციაციები ბელამბოსა და ანტანანამბოში შედგებოდა 660 კოოპერატივის წევრისა და 2,640 ოჯახისგან.
ჯანდაცვა
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- გაზარდეთ ადგილობრივი წვდომა და ვაქცინების წარმოება, ფარმაცევტული საშუალებები, დიაგნოსტიკური ტესტები, სამედიცინო აღჭურვილობა და სამედიცინო მოწყობილობები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
- მოახდინეთ მცირე მაშტაბის მქონე მწარმოებლების ინტეგრირება ღირებულების ჯაჭვებში და გაუწიეთ ისეთი დახმარება, როგორიცაა ტრენინგი, მიმწოდებელთა ქსელებთან დაკავშირება, იაფ ერთობლივ შესყიდვებში და ფინანსებზე წვდომაში.
- უზრუნველყავით მიზნობრივი სტაჟირება სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის.
- შექმენით შესაძლებლობები დაბალანაზღაურებადი მუშებისთვის, რათა მათ განივითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები და გაიუმჯობესონ პროფესიული შესაძლებლობები როგორც ჯანდაცვის სექტორში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და აგრეთვე, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებაში.
მაგალითი:
შპს „ტაკედა ფარმაცევტული კომპანიის” (Takeda Pharmaceutical Company Ltd ) მდგრადი შესყიდვების პროგრამა ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს იმ საზოგადოებისთვის, სადაც კომპანია და მისი თანამშრომლები ცხოვრობენ და მუშაობენ. ბიზნესისგან შესყიდვების გარდა, ტაკედა ხელმძღვანელობს მცირე და მრავალფეროვან ბიზნესს და მონაწილეობს სავაჭრო შოუებსა და საინფორმაციო ღონისძიებებში მცირე და მრავალფეროვანი პოტენციური მომწოდებლების გამოვლენის მიზნით.
მრეწველობა
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ადგილობრივი დაფინანსების წყაროების და წარმოების გაზრდა, სადაც ეს შესაძლებელია, რათა შემცირდეს უკიდურესი სიღარიბე და გაძლიერდეს ადგილობრივი ეკონომიკა.
- წარმოებისა და სამთო ოპერაციებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების ხელშეწყობა თანამშრომლების წახალისებით, რომ აიღონ პირადი და კოლექტიური პასუხისმგებლობა უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.
- ინვესტიცია განახორციელეთ ტექნოლოგიებში, რომლებიც ამცირებენ ადამიანურ შეცდომებსა და სამრეწველო უბედური შემთხვევების რისკს.
- მომწოდებლებისათვის სტანდარტების დაწესება, რომლებიც მომწოდებლებს სთხოვენ პატივი სცენ შრომით უფლებებს (მათ შორის თანაბარ შესაძლებლობაზე, თანაბარი ანაზღაურება თანაბარი სამუშაოსთვის, მიგრანტ მუშაკთა უფლებებსა და უსაფრთხო სამუშაო პირობებზე) და მომწოდებლების ტრენინგისა და მონიტორინგის გზით მხარი დაუჭირონ აღნიშნულის განხორციელებას.
- მოახდინეთ მცირე მაშტაბის მქონე მწარმოებლების ინტეგრირება ღირებულების ჯაჭვებში და გაუწიეთ ისეთი დახმარება, როგორიცაა ტრენინგი, მიმწოდებელთა ქსელებთან დაკავშირება, იაფ ერთობლივ შესყიდვებში და ფინანსებზე წვდომაში.
- პრიორიტეტი მიანიჭეთ თანამედროვე მონობის და ბავშვთა შრომის აღმოფხვრას წარმოების მიწოდების ჯაჭვებში.
- სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის უზრუნველყოს მიზნობრივი სტაჟირება.
- შექმენით შესაძლებლობები დაბალანაზღაურებადი მუშებისთვის, რათა მათ განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები და გაიუმჯობესონ პროფესიული შესაძლებლობები ინდუსტრიული წარმოების შიგნით და გარეთ.
მაგალითი:
ფორდმა (Ford ) განახორციელა სასწავლო პროგრამა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს უსაფრთხო სამუშაო პირობებს თავის მიწოდების ჯაჭვში. პროგრამა ემყარება ერთდღიან ინტერაქტიულ სემინარებს და გამიზნულია ადამიანური რესურსების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯერებისთვის და გამყიდველ კომპანიებში არსებული იურიდიული პირებისთვის. თითოეული მონაწილე მზად უნდა იყოს სემინარიდან ოთხი თვის განმავლობაში შესაბამისი სასწავლო მასალებით “თანდათან ჩაერთოს” მათი კომპანიის თანამშრომლებს და უშუალო მომწოდებლებს.
ტრანსპორტი
შესაძლებლობები კომპანიებისთვის:
- ადგილობრივ, რეგიონულ ან/და ეროვნულ მთავრობებთან თანამშრომლობით, მოამზადეთ და გააძლიერეთ მომწოდებლების ღირებულებათა ჯაჭვში შემოსავლის გამომუშავების უნარი.
- ქალთა და უმცირესობათა ბიზნესის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, გაზარდეთ მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა მიწოდების ჯაჭვის მართვის პრაქტიკაში.
- სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისათვის უზრუნველყავით მიზნობრივი სტაჟირება.
- შექმენით შესაძლებლობები დაბალანაზღაურებადი მუშებისთვის, რათა მათ განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები და გაიუმჯობესონ პროფესიული შესაძლებლობები ტრანსპორტირების წარმოების შიგნით და გარეთ.
მაგალითი:
ჩინეთის საზღვაო გადაზიდვის კომპანიამ (China Ocean Shipping Company -COSCO) მიგრანტი მუშაკებისთვის გააუმჯობესა სამუშაო პირობები, ვინაიდან სამართლებრივი პროცედურები (მაგალითად, ჰუკუუს საოჯახო რეგისტრაციის სისტემა) მიგრანტ მუშაკებს საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და განათლების მიღების პროცედურებს ურთულებს. COSCO მიგრანტ მუშაკებთან აფორმებს კონტრაქტებს, რომელიც უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. კონტრაქტები მოიცავს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის მძლავრ მექანიზმებს, განათლებას და სწავლებას. COSCO– მ ასევე ააგო თერთმეტი ბიბლიოთეკა, სამი გასართობი ცენტრი და ასზე მეტი კულტურული და სპორტული ობიექტი სპეციალურად მიგრანტი მუშაკებისთვის.
წყარო: SDG Industry Matrix