CSR ბლოგი

შენი სახლიდან უკრაინამდე - მეამა წითელ ჯვარს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში ეხმარება

შენი სახლიდან უკრაინამდე - მეამა წითელ ჯვარს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში ეხმარება

24/03/2022

მეამა შენთან ერთად გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. კომპანია საქართველოს წითელ ჯვარს უკრაინისთვის იმ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში ეხმარება, რისი საჭიროებაც დღეს უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად აქვს.

მეამას მიზანია,  იმ ადამიანებს ვისაც სურვილი აქვთ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნონ, პროცესი გაუმარტივოს. ამისთვის, მეამამ მიწოდების სამსახურისა და სათავსოს სრული მობილიზაცია მოახდინა.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სპეციალურად უკრაინისთვის შექმნილ პლატფორმაზე: https://forukraine.meama.ge  შეუძლია გაეცნოს საჭირო ნივთებისა და პროდუქტების ჩამონათვალს. ამის შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მსურველს, შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პლატფორმაზე და შეიყვანოს სასურველი მისამართი, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენელი უახლოეს პერიოდში დაუკავშირდება მას.

მეამას მიწოდების სამსახურის თანამშრომლები მითითებული მისამართიდან ჰუმანიტარულ ნივთებს მეამას სათაო ოფისში განთავსებულ საცავში გადაიტანენ, სადაც ტვირთი შეიფუთება და  უკრაინაში გასაგზავნად წითელ ჯვარს გადაეცემა.

ერთად უკრაინისთვის.

უკან დაბრუნება