10/03/2020
COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან ბევრი კომპანია ჩაერთო. მათ შორისაა თიბისი ბანკიც, რომელმაც 5 000 000 ლარი გამოყო და საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად დაიწყო ახალი პროგრამა “თიბისი შენთვის”.
აღნიშნული პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება:
- ბანკმა გამოყო 2 მილიონი ლარი სოციალურად დადებითი ზეგავლენის მქონე პროექტებისთვის, რომლებიც ორიენტირდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებასა და ხანდაზმულების დახმარებაზე.
- დანარჩენი 3 მილიონ ლარზე მეტი კი დაიხარჯება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, მომავალი ორი თვის განმავლობაში საკომისიო ხარჯების შესამსუბუქებლად.
ამასთანავე, ახალი ონლაინ პლატფორმა – “თიბისი შენთვის” გააერთიანებს თიბისის ინიცირებულ სხვადასხვა პროექტს, რომელთა მთავარი მიზანიც იქნება, მომხმარებელს გაუმარტივდეს ცხოვრება შექმნილ რეალობაში.
პირველ ეტაპზე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თიბისიმ პარტნიორი სასწავლებლის სტუდენტებს ლეპტოპები გადასცა, რათა არ შექმნოდათ პრობლემა და არ შეფერხებულიყო მათი წვდომა ონლაინ ლექციებზე. ლეპტოპი გადაეცა სულ 161 სტუდენტს. შერჩეული ახალგაზრდების უმრავლესობა უნივერსიტეტის დაფინანსებით და საგრანტო პროგრამით სწავლობს და წარმატებული სტუდენტია.
ელენე ჩხეიძე