CSR ბლოგი

უფასო ტრენინგ კურსები ქართული კომპანიებისგან

უფასო ტრენინგ კურსები ქართული კომპანიებისგან

17/03/2020

ტრენერთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ტრენინგებისა და განვითარების ინდუსტრიაში სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებს, რომლებიც შექმნილი საგანგებო ვითარების გამო შემდეგი ერთი თვე
ღირებულ რესურსებს გვიზიარებენ უსასყიდლოდ: 

1. ტრენერთა ასოციაცია 27 მარტიდან იწყებს გადაცემებს Live-ფორმატში “GO LIVE”, რომელშიც მოწვეული იქნებიან ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ტრენერები, სპიკერები, ექსპერტები, ტრენინგებისა და განვითარების დარგში მომუშავე პროფესიონალები. მსმენელს საშუალება ექნება დაუსვას კითხვა ტრენერს მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე Live ფორმატში.

იხილეთ მეტი ბმულზე: https://bit.ly/2UBUplT

ყველა ტრენინგი და ტრენერი ერთ სივრცეში კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2wFOnIX

2. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობა – იწყებს კამპანიას „ჩვენ ვზრუნავთ – We Care”, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობის წევრები თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ქოუჩინგის უფასო ონლაინ სესიებს და ვებინარების სერიებს სთავაზობენ.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2QQ79Eu

3. IDC პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრმა ონლაინ მხარდაჭერის პროგრამა „ერთმანეთისთვის“ ფარგლებში დაიწყო ონლაინ ლექციები, მასტერკლასები, ჯგუფური მუშაობა და ინდივიდუალური ფსიქოკონსულტირება ანაზღაურების გარეშე.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3duuUvo

4. Coaching Lab – იწყებს ყოველკვირეულ ვებინარების სერიას თემებზე: ემოციური მდგრადობა სტრესის დროს, რესურსების ანალიზი, მუშაობა წინააღმდეგობებთან, კარიერული განვითარება ცვალებად გარემო პირობებში, ქოუჩინგი მშობლებისა და მოზარდებისთვის.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2UkcCFw

5. კვლევისა და სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია ACT-სგან სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE ყველაზე მოწყვლადი – მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავა საკონსულტაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც „ეისითის“, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები თითოეული კომპანიას უფასო 2 საათიან კონსულტაციას გაუწევენ მათი პროფილის შესაბამისად. კონსულტაციების მიღება ხელმისაწვდომი გახდება 2020 წლის 6 აპრილიდან.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2QQYx0b

6. Growin – ქოუჩინგის კომპანია გროუინი, კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე ქმნის უპრეცედენტო პლატფორმას I4U – მე შენთვის, ქოუჩებისა და ფსიქოთერაპევტებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს და პროფესიონალებს მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს ონლაინ და ონსაიტ ფორმატში. პლატფორმაზე დარეგისტრირებული პროფესიონალები თავად არეგულირებენ საკუთარი მომსახურების ფასს. იზოლაციის პირობებში ნებისმიერ მათგანს შეუძლია მათთვის სასურველი პერიოდით მომსახურება გაწიოს ანაზღაურების გარეშე. მომსახურების მიღება შესაძლებელი გახდება 2020 წლის აპრილის დასაწყისში.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2UDnYDK

7. ბიზნეს აქსელერატორი Spark • სპარკი – იწყებს ექსპერტებთან ონლაინ კონსულტაციებს ბიზნესისთვის. ასევე, ონლაინ ტრენინგებსა და შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2xroZGT

8. Nexia TA Academy სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის „Move on Georgia”-ს ფარგლებში სთავაზობთ მსმენელს უფასო ვებინარებსა და კონსტულტაციებს სხვადასხვა თემაზე: საგადასახადო-საბუღალტრო, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, ფინანსები, ბრენდინგი, იურიუდიული მიმართულება.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2vPnXnA

9. EBIT Group-ებიტ ჯგუფი – იწყებს უფასო ტრენინგებს და კონსალტინგს ფინანსების მიმართულებით, რომელიც გაგრძელდება აპრილის ბოლომდე.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3dyvp7F

10. ბუღალტერთა კავშირმა – დაიწყო ბუღალტრებისთვის უფასო ტრენინგები და ლექციები.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2JkqLw8

11. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ – აამოქმედა ცხელი ხაზის ნომრები, რომლებზეც კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე: რა შეზღუდვები უწესდება კომპანიას საქმიანობის სფეროს შესაბამისად? შრომითი ურთიერთოებების საკითხები არსებულ კრიზისულ პერიოდში, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის მხარდაჭერის ღონისძიებები და სხვა: 514 088 888; 579 555 551;

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2WOHXSG

12. Headvice – საკონსულტაციო და ტრენინგების კომპანიამ დაიწყო უფასო ონლაინ ლექციები: სტრესის და დროის მართვა; მოტივაცია ქოუჩინგური ტექნოლოგიით; ტიპოლოგიის როლი ეფექტურ კომუნიკაციაში; ლიდერობა და ემოციური ინტელექტი; მონაცემთა ანალიზი და ციფრული ტრანსფორმაცია.

რეგისტრაციისათვის მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2QR0Y2K

13. Savvy Consulting-მა დაიწყო ონლაინ ტრენინგები IFRS სტანდარტებში სრულიად უფასოდ აპრილის თვის ბოლომდე.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3bpFqST

14. ESB – ევროპის ბიზნეს სკოლისგან უფასო ონლაინ ტრენინგები. თემები: მარკეტინგისა და გაყიდვების ტოპ მენეჯმენტი,მარკეტინგული პროექტების მართვა, ლიდერობა, ფინანსები არაფინანსისტებისთვის, პიროვნული განვითარების მოდულები და სხვა.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულე: https://bit.ly/2WRQO5I

15. David Kenchadze გვთავაზობს 30 უფასო ონლაინ მასტერკლასს.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3dz3692

16. Seikodo-მ დაიწყო უფასო კონსულტირება, ვებინარები და ონლაინ მასტერკლასები; მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2WLrxKs

17. წარმატების სკოლა იწყებს ვებინარების სერიას ბიზნესისთვის და ინდივიდებისთვის. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2QQmNQe

აგრეთვე, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში:

18. https://www.lit.ge – 2000+ წიგნზე უფასო წვდომა ერთი თვე;
19. www.Saba.com.ge – 6000 + წიგნზე უფასო წვდომა ერთი თვე; 

დამატებითი რესურსები:

20. www.Skills.Ge – გთავაზობთ გამოიყენოთ თვითიზოლაციის პერიოდი ნაყოფიერად და აითვისოთ ახალი უნარები სხვადასხვა სფეროში: IT პროექტის მართვა SCRUM მიდგომით, ფრილანსინგი და სხვა.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: shorturl.at/kowP2

21. www.Webinars.ge სთავაზობს მსმენელს 10 უფასო კურსს შემდეგი მიმართულებებით: ლიტერატურით თვითშემეცნება, ემოციური ინტელექტის განვითარება, სწრაფად დამახსოვრების ტექნიკები და სხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: shorturl.at/ijwy9

22. Digital Marketing-ით დაინტერესებული პირებისთვის 2 თვის განმავლობაში სრულიად უფასო გახადა SEO კურსები.

სარეგისტრაციოდ ეწვიეთ: https://moz.com/training. აღნიშნული შემოთავაზებით სარგებლობისთვის კი დაგჭირდებათ პრომო კოდი: wegotthis;

23. https://www.coursera.org/ – წამყვანი უნივერსიტეტების უამრავი უფასო კურსი (აქვთ ფასიანი კურსებიც);
24. https://courses.edx.org/ – ტოპ უნივერსიტეტების ონლაინ კურსები (დიდწილად უფასო და ფასიანი კურსებიც);
25. https://online-learning.harvard.edu/ – ჰარვარდის ონლაინ კურსები;

#Sharing #Is #Caring


წყარი: ტრენერთა ასოციაცია 

https://trainup.ge/

უკან დაბრუნება