15/04/2020
არსებობს ისეთი პროფესიები და კომპანიები, რომლებსაც ქვეყანაში მიმდინარე განსაკუთრებული შემთხვევების დროს, კიდევ უფრო მეტად მართებთ საკუთარი მოვალეობების შესრულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და რეზიდენტების წინაშე.
კომპანია არდი შეეცადა ამ სიტუაციაში მიეღო ოპტიმალური გადაწყვეტილება დაზღვეულებისა და თანამშრომლების, სამუშაო გარემოსა და მომსახურების სივრცეების მაქსიმალური უსაფრთხოების კუთხით და დაიწყო შემდეგი მიმართულებებით მუშაობა:
- კომპანიის აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს დისტანციურ რეჟიმში, თუმცა ეს რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ არდის ჩვეული საოპერაციო რიტმი არათუ შენარჩუნებულია, არაამედ რიგ შემთხვევებში პირიქით, მაქსიმალურად დაჩქარებულია.
- არდის ყველა სერვის ცენტრში დროებით შეწყვეტილია ვიზიტორების ფიზიკური მომსახურება ადგილზე, თუმცა მაქსიმალურად გამარტივებულია დისტანციური ანაზღაურება და მისი ვადა შემცირებულია 1-2 საათიდან მაქსიმუმ 1 სამუშაო დღემდე.
- ონლაინ პორტალით pay.ardi.ge – დაზღვეულებს აქვთ შესაძლებლობა გამოაგზავნონ მიღებული სამედიცინო მომსახურების სრული დოკუმენტაციის ასლები (ფოტოების ფორმატი დასაშვებია) ზუსტად იმ სახით, რაც უნდა წარმოედგინათ სერვის-ცენტრში მომართვისას და იღებენ ანაზღაურებას იმავე სამუშაო დღეს, სახლიდან ან სამუშაო სივრციდან გაუსვლელად; ორიგინალი დოკუმენტაციის წარმოდგენა კი შესაძლებელია მომდევნო 6 თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ინდივიდუალური სადაზღვევო ბარათის ვადის ამოწურვამდე. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა იქნას აუცილებლად დალუქული კონვერტით, რომელზეც მითითებული იქნება დაზღვეულის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი. კონვერტი უნდა მოთავსდეს მხოლოდ არდის სპეციალურ მწვანე საფოსტო ყუთებში, რომლებიც დამონტაჟებულია შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი – ვაჟა-ფშაველას გამზ. 3, დაზღვევის სახლი
- ქუთაისი, ბათუმი, გორი, რუსთავი, თელავი – არდის ფილიალების მისამართებზე
- სხვა ქალაქემში/რეგიონებში – ჩვენს ოჯახის ექიმებთან
- ონლაინ პორტალით ardi.ge, შესაძლებელია საგარანტიო მიმართვის მოთხოვნა ელექტრონულად ნებისმიერ მომსახურებაზე, ასევე 1 სამუშაო დღეში.
- წარმატებით დაინერგა ოჯახის ექიმებთან დისტანციური სატელეფონო მომსახურება, რომელიც კლინიკაში ვიზიტს აგარიდებთ თავიდან, თუ ამის საჭიროება არ არის. ამისთვის გვიკავშირდებით ცხელ ხაზზე 0322101010 და წინასწარ ჩაწერის პრინციპით გეგმავთ ხმოვან ხარს ოჯახის ექიმთან, რომელიც მაქსიმუმ იმავე დღეს ხორცილდება.
- არდის ინიციატივით, Initio Clinic • კლინიკა ინიციო-ს ბაზაზე შეიქმნა „სპეციალური ზონა“,რომლის მიზანიც, გავრცელებული რესპირატორული ვირუსების მქონე დაზღვეულების სრული მართვა და სწრაფი პრევენციაა. რას ნიშნავს მომსახურება ასეთ ზონაში?
- „სპეციალური ზონის“ ყველა ექიმი სრულად ეკიპირებულია
- ჩვენი დაზღვეულები სარგებლობენ იზოლირებული შესასვლელით
- ტარდება კლინიკის სრული და ყოველდღიური დეზინფექცია
- პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, ტარდება სკრინინგი N1 – ფილტვების რენტგენოსკოპია
- სკრინინგი N2 – A და B ტიპის გრიპის ვირუსის კვლევა.
- არდის სამოგზაურო დაზღვევის მქონე ის პირები, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო დროულად ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებას, იღებენ დამატებით 10 დღიან უფასო დაზღვევას 50, 000 ევროს ლიმიტით და დანარჩენ პერიოდზე -50% იანი ფასდაკლებით, ანუ ნახევარ ფასად.
- კომპანია დაზღვეულებს სთავაზობს დამატებითი სერვისი ფსიქოთერაპიისსახლ ,,კამარას” სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების სახით, სრულიად უფასოდ, კარანტინის ან სავალდებულო იზოლაციის პერიოდში წარმოქმნილი სტრესის მართვისთვის.
- არდის ყველა ოჯახის ექიმი მწვავე რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტებთან ბინაზე ვიზიტს ახორციელებს სპეციალური ეკიპირებით:
- ერთჯერადი პირბადით
- ერთჯერადი შპადელით
- ერთჯერადი ხელთათმანით
- ერთჯერადი ხალათით
- ანტიბაქტერიული სითხით
- დისტანციური ელექტრო თერმომეტრით
- სპეციალური კონტეინერით ნარჩენებისთვის და ერთჯერადი ნივთებისთვის
- არდის თანამშრომლების ის ნაწილი, ე.წ. ,,ფრონტის ხაზი” – კლინიკის და ბინაზე მომსახურების ოჯახის ექიმების გუნდი, რომელთა პროფესიული საქმიანობა დისტანციურ რეჟიმს ვერ გულისხმობს ამ რთულ პერიოდში, გადაადგილდება სპეციალურად დაქირავებული ინდივიდუალური ავტომობილებით ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც.
- ავტოდაზღვევით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები რეგულირდება დისტანციურად, პერსონალური მენეჯერის მიერ სრული მართვით შემთხვევის დადგომიდან მის ანაზღაურებამდე. ამასთან, ჩვენი პროვაიდერი ავტოსახელოსნოები ფუნქციონირებენ ჯანმო-ს და NCDC-ის რეკომენდაციების სრული დაცვით.
- 24 საათიანი სატელეფონო ცენტრი 0322101010 თქვენს განკარგულებაშია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ელენე ჩხეიძე