CSR ბლოგი

"ნატახტარის" მწარმოებელი კომპანია "ეფეს საქართველო" COVID-19-ის წინააღმდეგ

"ნატახტარის" მწარმოებელი კომპანია "ეფეს საქართველო" COVID-19-ის წინააღმდეგ

23/04/2020

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

როგორ აპირებს კომპანია ამ თანხის დახარჯვას? 

STOPCOV ფონდს კომპანია ფულადი სახსრებით ეხმარება;

ფონდი ნატახტარის ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) კომპანია ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და უზრუნველყოფს:

ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს,  დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, ფულად დახმარებას უწევს მათ, ვინც სამსახური დაკარგა. გარდა ამისა, ფონდის ბენეფიციარებს მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული ზომების შესახებ.

საზოგადოების მხარდაჭერა: კომპანიამ ორი თვის მარაგი  სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს.

ლიმონათით მოწყვლადი ჯგუფების გახალისება: კომპანიამ განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და მათი გახარების მიზნით, ლიმონათს უგზავნის სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით. აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები არიან 70+ ასაკის ადამიანები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე კარანტინში მყოფი ადამიანები და ჩვენი საამაყო ექიმები.

„ეფეს საქართველო“ ითვალისწინებს რა მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, 16 მარტიდან გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას. კომპანიას სჯერა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მთავრობის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება დაეხმარება ქვეყანას ვირუსის დაძლევაში და ჯანმთელობას უსურვებს ყველა თავის თანამშრომელს, პარტნიორსა თუ მომხმარებელს და მთელს მსოფლიოს.


ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება