12/05/2020
დღევანდელ დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ცუდად აისახება, როგორც ჩვენ ფსიქიკაზე ასევე ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ დროს ნებისმიერი სახის წახალისება თუ გვერდში დგომა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.
კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთო COVID 19-თან ბრძოლაში და ძალიან საინტერესო კამპანიებსა თუ პროექტებს ჩაუყარა საფუძელი.
მათ შორისაა ფინკა ბანკი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე.
სწორედ ამიტომ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დღემდე ყველა ფილიალი გამართულად მუშაობს და უწყვეტად უწევს მომსახურებას მომხმარებელს. ამასთანავე უსაფრთხოების ზომები ჯანდაცვის სამინისტროს და ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესაბამისად სრულად არის დაცული ყველა ფილიალში.
მიუხედავად იმისა, რომ კრიზისმა დიდი გავლენა მოახდინა ყველა ბიზნესზე, ფინკა ბანკის 600-ვე თანამშრომელს სრულად აქვს შენარჩეუნებული სამსახური და სრული ხელფასი.
ასევე ფინკა ბანკმა დაიწყო მომხმარებლების მდგომარეობის შესწავლა და ყველა მომხმარებელს, რომელთა შემოსავლებზე და საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა მიმდინარე მოვლენებმა, ყველა შემთხვევას ბანკი ინდივიდუალუად განიხილავს და შესაბამის მხარდაჭერას უწევს. ზოგიერთ შემთხვევაში 1 თვიანი, ზოგჯერ 2-3 ან მეტი ხნის გადავადება სესხებზე. აღსანიშნავია, რომ ამას მასობრივი სახე არ აქვს – ბანკი თითოეული ბიზნესისა და მეწარმის მდგომარეობას ინდივიდუალურად შეისწავლის და შესაბამის ინდივიდუალურ მხარდაჭერას უწევს.
იმისათვის, რომ მოხდეს საშერავათო პერიოდის სწორი კომუნიკაცია და ახსნა, ბანკი ცდილობს იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. (ნახეთ დამატებითი ინფორმაცია ბმულზე)
ეს აქტივობა დიდი ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთნ არის დაკავშირებული და 24/7 ბანკის ყველა შესაბამისი თანამშრომელი ამ მიმართულებით მუშაობს.
ჯანმრთელობას გისურვებთ !
ელენე ჩხეიძე