CSR ბლოგი

Vendoo.ge მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

Vendoo.ge მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

14/07/2020

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვირუს COVID-19-სგან თავდასაცავი ბევრი რეკომენდაციის წაკითხვა შეგვეძლო – პირბადეები, ჰიგიენისთვის მეტი ყურადღების დათმობა, საკუთარი სახის შეხებისგან თავშეკავება, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ რისკის მინიმუმამდე დაყვანის ყველაზე ეფექტური საშუალება სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაციაა. გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად ვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და საუკეთესო შემთხვევაში, საერთოდ არ დავტოვოთ სახლის მიდამოები. თუკი ამ მითითებების გათვალისწინება გადაწყვიტეთ და სოციალური დისტანცირების გზას დაადექით, მაშინ სჯობს ელექტრონული კომერციის სერვისებთან და მათ შორის ვენდუსთან დამეგობრდეთ. 

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელიც არ არის, რაც vendoo.ge ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ძალიან მალე მოვახდინეთ გაზრდა და მომხმარებელების დაგროვება. ამიტომაც vendoo უკვე 200 000 მომხმარებელს ითვლის. საწყის ეტაპზე კომპანიას ჰქონდა 3 კატეგორია და ახლა უკვე 12 კატეგორია გვაქვს გაყიდვებში.

ამასთან, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ახალ კატეგორიებს ვამატებთ, როგორიც არის სპორტული ინვენტარი, კვების პროდუქტებისა და ტანსაცმლის კატეგორიები. ამ მიმართულებით კომპანიებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

ჩვენი პოტენციური პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პლატფორმაზე პროდუქციის განთავსება და გაყიდვა, რადგან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში ონლაინ ვაჭრობა ძალიან გააქტიურდა. vendoo ამ ყველაფერს შეხვდა ძალიან მომზადებული და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ ერთი წელია რაც ვართ ბაზარზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე გუნდმა, ძალიან სწრაფად შეძლო ეპასუხა ამ გაზრდილ მოთხოვნაზე და სწორედ ამიტომ კომპანიას ოპერაციების ნაწილში პრობლემა არ შექმნია“, – განაცხადა ლაშა მაჭავარინმა.

მისივე თქმით, სიახლეები არამხოლოდ მომხმარებელს, არამედ მათ პარტნიორებსაც შეეხებათ.

„მომხმარებლების მიერ გაზრდილ მოთხოვნას ემატება ისიც, რომ თავად კომპანიების რაოდენობაც გაიზარდა, რომლებსაც vendoo-ზე საკუთარი პროდუქციის განთავსება უნდათ.

იმ ბიზნესებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ გადაიტანონ თუ არა თავისი გაყიდვები ონლაინ სივრცეში, მინდა მოვუწოდო, რომ ძალიან მალე დაგვიკავშირდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანია დაგვიკავშირდა და მიდის vendoo-ზე მათი სწრაფი ტემპებით დამატება.

ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება სიახლეები – სულ მალე გავუშვეთ ისეთ პორტალს, რომელზეც ბიზნესებს თავად შეეძლებთ ამ პორტალზე შესვლა, დარეგისტრირება, პროდუქციის ატვირთვა და კონტროლი. vendoo კი მათ საოპერაციო ნაწილში, გამართული ლოჯისტიკით მოემსახურება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით უპრობლემო და უსაფრთხო მიტანას, ასევე კონტენტის მომზადებას და დამუშავებას გულისხმობს, იმისთვის რომ პროდუქცია მომხმარებლისთვის სწორად იყოს მიწოდებული. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი არის მაღალკვალიფიციური და ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მხარდაჭერას, რაც გულისხმობს საერთო კამპანიებს, რეკლამაში დახმარებას, საკომუნიკაციო არხების გამოყენებას და ა.შ.“, – უთხრა BM.GE-ის ლაშა მაჭავარიანმა.


წყარო: www.bm.ge

უკან დაბრუნება