CSR ბლოგი

"ეისითი" ახალი პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE-ის საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს

"ეისითი" ახალი პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE-ის საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს

18/07/2020

ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს. 

COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი რეალობა მცირე და საშუალო ბიზნესს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადს ხდის. არსებულ კრიზისში, სწორედ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში მათ მხარდაჭერას და გაძლიერებას ისახავს მიზნად ახალი პლატფორმა, სადაც „ეისითი“-ს, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ საკუთარი პროფილის შესაბამისად. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ 2 უფასო საკონსულტაციო საათით ნებისმიერი მიმართულებით. თუმცა, პლატფორმა საშუალებას იძლევა კომპანიებმა, საჭიროების შემთხვევაში, განაგრძონ კონულტაციების მიღება შექმნილი ვითარების გათვალისწინებით დადგენილი უპრეცედენტოდ შეღავათიანი ტარიფით.

ახალ პლატფორმაზე ონლაინ კონსულტაციების მიღება შეიძლება შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესის განვითარების სტრატეგია;
  • ზოგადი მენეჯმენტი;
  • ლიდერობა და ორგანიზაციული განვითარება;
  • კრიზისის მენეჯმენტი;
  • იურიდიული კონსულტაცია;
  • ბიზნეს- ქოუჩინგი (ინდივიდუალური & გუნდური);
  • კრიზისული კომუნიკაცია;
  • სტრატეგიული HR-ი და თანამშრომელთა მოტივაცია;
  • სტრატეგიული მარკეტინგი და კომუნიკაციები;
  • IT ინფრასტრუქტურის გამართვა;
  • ოფისებისა და ქოლ-ცენტრების დისტანციური მართვა;
  • კიბერუსაფრთხოება;
  • სხვა ბიზნეს მიმართულებები.

ვებ-პლატფორმით კონსულტაციების მიღება მარტივადაა შესაძლებელი act-strategist.ge-ზე კონსულტანტის, საკონსულტაციო მიმართულების არჩევისა და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ. პლატფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან ფუნქციონირებს და მისი საშუალებით კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით უკვე 10-მდე კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.


წყარო: www.interpressnews.ge

უკან დაბრუნება