CSR ბლოგი

"ტურბომ" პანდემიასთან მებრძოლ კლინიკებს ავტომობილები სარგებლობაში გადასცა

"ტურბომ" პანდემიასთან მებრძოლ კლინიკებს ავტომობილები სარგებლობაში გადასცა

14/09/2020

„ტურბომ“ საკუთარი ავტომობილები სარგებლობაში გადასცა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის პერსონალს. ყველა ავტომობილს ჩაუტარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები; გარდა ამისა, ავტომობილები უზრუნველყოფილია საწვავითა და ულიმიტო დაზღვევით. 

„როგორც იცით, „ტურბო“ ავტოლიზინგს სთავაზობს მომხმარებელს და, შესაბამისად, გვყავს ავტომობილები საკუთრებაშიც. ჩვენი მიზანია თავისუფალი გადაადგილება ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. თავისუფალი გადაადგილება კი, არსებული საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, პირველ რიგში, პანდემიასთან მებრძოლ გმირ ექიმებს ესაჭიროებათ. ამიტომ გვინდოდა, რომ მცირედით მაინც დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვინც ამ რთულ დროს დაუღალავად შრომობს და ზრუნავს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

„ტურბო“ გირჩევთ, რომ პანდემიის პერიოდში, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად მოერიდოთ გარეთ გასვლას. თუმცა, თუ ავტომობილით გადაადგილების აუცილებლობა გექნებათ, გთავაზობთ რჩევებს, როგორ დავიცვათ თავი ამ დროს ისე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.


ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება