13/10/2020
OPPA უნივერსალური ელექტრონული საფულეა, რომელიც ადამიანებს ფულის მარტივად მართვაში ეხმარება. პანდემიასთან ბრძოლის დროს, როცა თითოეული ადამიანისთვის შემოსავლების მართვა და დაზოგვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, კომპანიამ არა ერთ საინტერესო ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი:
- თანამშრომლების უმრავლესობა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.
- კომპანიამ უკონტაქტო მომსახურების წასახალისებლად დროებით უარი თქვა ელექტრონული საფულე OPPA -ს შემოსავლიანობაზე (Oppa.ge) და მომხმარებლებისთვის ყველანაირი სახის ონლაინ გადახდაზე გააუქმა საკომისიო; აღნიშნული 0% საკომისიო სიტუაციის დასტაბილურებამდე შენარჩუნდება.
- ელ. საფულე OPPA -ს Facebook გვერდზე დაიწყო კამპანია “აარიდე თავი” და ჩაეშვა ბანერების სერია, რომელიც მომხმარებლებს სოციალური დისტანცირებისა და თვით იზოლაციისკენ მოუწოდებს და სახლიდან გაუსვლელად მარტივ სოლუშენებს თავაზობს.
ელენე ჩხეიძე