CSR ბლოგი

",ტერასა ჯგუფი" "კათარზისის" 400 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა

",ტერასა ჯგუფი" "კათარზისის" 400 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა

17/10/2020

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ტერასა ჯგუფი“ კვლავ აქტიურად განაგრძობს დახმარებების სერიას. კომპანია ამჯერად ,,კათარზისს“ ესტუმრა. საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ,,კათარზისის“ 400 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი გადაეცა. 

,,ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი საქველმოქმედო კამპანია, მით უფრო ისეთი მოწყვლადი ჯგუფისთვის, როგორსაც ,,კათარზისის“ ბენეფიციარები წარმოადგენენ. ჩვენს კონტიგენტს 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცები შეადგენენ. ქვეყანაში დღეს არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, ახლა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. მოხარული ვარ, რომ ,,ტერასა ჯგუფმა“ თავისი წვლილი შეიტანა ისეთ დიდებულ საქმეში, როგორსაც ქველმოქმედება ჰქვია. გამომდინარე იქიდან, რომ თითო ბენეფიციარისთვის გათვლილი სასურსათო პროდუქტები დიდი რაოდენობით არის, მათ მიწოდებაში მოხუცებისათვის, კომპანია ,,გლოვოს“ კურიერები დაგვეხმარებიან. ასევე მოხარული ვიქნებით, თუ ამ აქციას მოხალისეებიც შემოუერთდებიან“ – განაცხადა ,,კათარზისის“ პრეზიდენტის მოადგილემ გულიკო რომანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ,,ტერასა ჯგუფი“ ასევე აქტიურად განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

კომპანია მაღალმთიან აჭარაში 200-მდე მრავალშვილიან ოჯახს სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა. ამასთან, კორონავირუსის გამო შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობის ფონზე, ,,ტერასა ჯგუფმა“ თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, ასევე ორასამდე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები და მათთვის საჭირო პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა. ,,ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორის, თამარ გაფრინდაშვილის თქმით, ,,ტერასა ჯგუფი“ მომავალშიც განაგრძობს საქველმოქმედო კამპანიას და ჯამში ათასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაბამისი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს.


წყარო: https://www.interpressnews.ge/

უკან დაბრუნება