CSR ბლოგი

კრისტალი Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს

კრისტალი Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს

29/10/2020

Covid 19-ის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კომპანიების სამუშაო დღის წესრიგი და პრიორიტეტები. გამონაკლისი არც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ყოფილა, თუმცა, უფრო აღსანიშნავი ის არის, რა სისწრაფითა და პასუხისმგებლობით მიუდგა კომპანია ახალ, აქამდე არარსებულ გამოწვევას.

პირველი, რაც „კრისტალმა“ გააკეთა ვირუსის გავრცელებისთანავე, თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის გატარებული ღონისძიებები იყო: 

  • ოფისები აღიჭურვა სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და ხელთათმანებით, დეზო ბარიერებით და გამჭვირვალე დამცავი ტიხრებით;
  • მოეწყო მომხმარებელთა რიგის დაცვის ნიშნულები;
  • ზედმიწევნით შესრულდა მთავრობის მიერ საგანგებო და საკარანტინო რეჟიმის წესები;
  • შემოღებული იქნა სამუშაო გრაფიკები მომსახურების ცენტრებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად;
  • დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა ყველა ის თანამშრომელი, ვისი სამუშაო სპეციფიკაც ამის შესაძლებლობას იძლეოდა;
  • შენარჩუნდა ყველა თანამშრომლის სამუშაო ადგილი და ანაზღაურება;
  • გამოვლინდა რისკ ჯგუფში შემავალი თანამშრომლები და ისინი სრულად იქნენ არიდებულნი ოფისებში სიარულს;
  • თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით “ევექსის კლინიკების” ქსელის ექიმების მიერ შემოწმდა თბილისში მდებარე ფილიალების თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ტრენინგები გაგრძელდა დისტანციური სწავლების პლათფორმაზე;
  • თანამშრომელთა სწორი ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით კომპანიაში შეიქმნა საინფორმაციო პორტალი, სადაც განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო ცხელი ხაზების ტელეფონის ნომრები.

პარალელურად, „კრისტალმა“ ოპერატიულად განავითარა მომხმარებელთა მომსახურების ონლაინ სერვისები, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად:

  • მოითხოვოს სესხი
  • მიიღოს ონლაინ განვადება „კრისტალის“ პარტნიორი მაღაზიებიდან
  • დაფაროს სესხი
  • მიიღოს სასურველი ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია.

ამასთან ერთად, კომპანიამ გაითვალისწინა არსებული ვითარების გამო მომხმარებლებისთვის შექმნილი ეკონომიკური სირთულეები და 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი აამოქმედა მსესხებლებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს სურვილის შემთხვევაში გადაავადონ 13 მარტიდან 1-ელ ივნისამდე განსახორციელებელი სასესხო ვალდებულებები. კრისტალი იმედოვნებს, რომ არსებული შეთავაზების მეშვეობით, ბევრი მომხმარებელი შეინარჩუნებს ეკონომიკურ სტაბილურობას მიმდინარე პირობებში და შეიმსუბუქებს კორონავირუსით განპირობებულ ფინანსურ კრიზისს.

„კრისტალი“ ამ გლობალური პანდემიის დროსაც ინარჩუნებს მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიმართ მზრუნველობას, რაც კომპანიის მისიისა და სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. 28 მარტს პარტნიორ ორგანიზაციებთან -USAID საქართველოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა (NCDC) და ფონდ კრისტალთან თანამშრომლობით, გაიმართა პირველი ონლაინ ჰაკათონი საქართველოს ისტორიაში – კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში.

კრისტალმა გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად 50 000 ლარის ფონდი გამოჰყო. ჰაკათონის მიზანი იყო მხარი დაეჭირა იმ სამეწარმეო იდეებისთვის რომლებიც Covid19-ის გავრცელებას ებრძვის და ვირუსის გავრცელების პირობებში მისი მავნე შედეგების და რისკების შემცირებას ემსახურება. ჰაკათონი, რომელიც უმოკლეს დროში ოპერატიულად დაიგეგმა, რეალურ მარათონად იქცა – მონაწილეების რიცხვი 150-ს გადასცდა. აღნიშნულმა ჰაკათონმა თავი მოუყარა ბევრ ორიგინალურ, პრაქტიკულ და ინოვაციურ იდეას სხვადასხვა სფეროსთვის: განათლება, სამედიცინო დიაგნოსტიკა, მკურნალობა, საინფორმაციო სისტემები, საკვების უსაფრთხოება, მიწოდება და სხვა. კრისტალი აგრძელებს ჰაკათონში გამარჯვებული პროექტების მხარდაჭერას და მომავალში მეტ ინფორმაციას მოგაწვდით გამარჯვებულებისა და დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

 

კომპანია ყველა პირობაში ინარჩუნებს ზრუნვას გარემოზე, მომხმარებლებზე და თანამშრომლებზე, კრისტალი ამ მიმართულებით არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს უახლოეს მომავალში.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“, ფონდმა „კრისტალმა“ და ეროვნულმა ბანკმა შექმნეს ასევე საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო, რომელშიც ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი – ჟირაფი ჟოზე, თავის მეგობრებთან ერთად სიმღერით უხსნის დაზოგვის მნიშვნელობას და იმასაც, თუ რატომ არის საჭირო, რომ მთელი თანხა ერთბაშად არ დახარჯონ. ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე ზრუნვა „კრისტალის“ სტრატეგიის ნაწილია და ამ მიმართულებით კრისტალი არაერთ პროექტს ახორციელებს სხვადასხვა ასაკისა თუ სფეროს წარმომადგენლებისთვის. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაც“, რომლის ბენეფიციარიც ვიდეოს შემქმნელი „სტუდია ველოსიპედია“.

კრისტალი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ პრევენციული ზომების გატარებით ხელი შეუწყოს ვირუსთან ბრძოლას, უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვას როგორც კომპანიაში დასაქმებულები, ასევე მომხმარებლები.  ამას გარდა, კრისტალი ჩართულია იმ ადამიანების დახმარებაში, რომლებსაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ამ მიზნით, კრისტალი მხარს უჭერს გაერთიანება „ერთიანობას“, რომელიც ეხმარება თვითიზოლაციაში მყოფებს, შშმ პირებს, მარტოხელებს, მოხუცებს და ყველას, ვისაც მოხალისეების დახმარება დასჭირდება.  სწორედ ამ მხარდაჭერისთვის და ფინანსური კონტრიბუციისთვის კრისტალი „მისაბაძი კომპანიების“  ჩამონათვლაში მოხვდა www.1anoba.ge.

ამას გარდა, ვებ-გვერდზე StopCov.ge კრისტალი იმ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალშია, რომელებსაც თავიანთი საქმიანობით წვლილი შეაქვთ ვირუსთან ბრძოლის საერთო საქმეში.

კრისტალი გახდა ასევე გენერალური სპონსორი გლობალური ჰაკათონისა – Future Agro Challenge, რომელიც ადგილობრივ დონეზე ჩატარდა 25-26 აპრილს. გამარჯვებული პროექტი მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, თესალონიკში, 2020 წლის 1-4 ოქტომბერს. 

 

27 აპრილს დაიწყო ასევე პროგრამა YES-Georgia-ს მნიშვნელოვანი კომპონენტი – BUZZ Georgia, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ფინანსური, სამეწარმეო და ლიდერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით.

2024 წლისთვის, BUZZ Georgia-ს პროგრამის ფარგლებში, 2500-ზე მეტ ქალს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე. ეს დახმარება მათ შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ თავიანთი ბიზნესები და გააძლიერონ საქართველოს ეკონომიკა.

USAID/Georgia-ს პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.


ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება