17/12/2020
კორონავირუსი დღემდე აქტიურ პრობლემად რჩება ქვეყანაში და კომპანია მეიჯერელ საქართველომ გადაწყვიტა წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც დღეს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ თანამშრომლებთან ერთად ახალი პროექტი დანერგა-„ერთად ვიზრუნოთ პატარებზე“.
პროექტისთვის შეიქმნა სპეციალური ფონდი, სადაც თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს გადარიცხოს სასურველი თანხა, რომელიც შემდგომ მეიჯრელ საქართველოს მიერ გაორმაგდება და ბენეფიციარებისთვის პირველადი საჭიროების ნივთების და პროდუქტების შეძენას მოხმარდება.
ამ ეტაპზე პირველი ნებეფიციარია ასოციაცია ანიკა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაცია საქართველოში 1997 წლიდან ხელს უწყობს შშმ პირების ინკლუზიასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.
ელენე ჩხეიძე