CSR ბლოგი

უფასო გარე რეკლამა კომპანიებს, რომლებსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი - Billboards Base-ის კამპანია

უფასო გარე რეკლამა კომპანიებს, რომლებსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი - Billboards Base-ის კამპანია

24/12/2020

Billboards Base, კომპანიებს, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი, სარეკლამო სივრცეებს, იჯარის გადასახადის გარეშე სთავაზობს. გარე რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ, ლოკაციები თავად შეარჩიონ, Billboards.ge-ზე. 

კამპანიის მიზანია, ბიზნესის დახმარება და მათი თითოეული გზავნილის საზოგადეობამდე ზუსტად მიტანა, რომ პანდემიასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. 

თეა თაბაგარი (Billboards.ge-ს გენერალური მენეჯერი): აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს პანდემიასთან ბრძოლაში – ვებგვერდზე გამოვყავით სარეკლამო სივრცეები, საიდანაც თავად შეარჩევენ ლოკაციას და იჯარის გადასახადის გარეშე განათავსებენ გარე რეკლამას.

უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ, რას სთავაზობთ კომპანიებს ამ აქციის ფარგლებში ?

თ. თ. :  Billboards.ge-ზე მომხარებელს საშუალება აქვს, „ონლაინ“ რეჟიმში შეარჩიოს სასურველი ლოკაცია და გარე რეკლამის ტიპი (ბილბორდი, კედელი, სახურავი, მონიტორი და სხვა). ასევე, იხილოს დეტალები – ზუსტი ლოკაცია, ზომა, ფოტო-სურათი როგორც შორი, ისე ახლო ხედით, ვირტუალურად მოარგოს საკუთარი ვიზუალი კონკრეტულ ბილბორდს, შემდეგ დაჯავშნოს და გააფორმოს შეკვეთა. მომხმარებელს შეუძლია, სამიზნე აუდიტორიის მიხედვით დაგეგმოს, რომელ უბანში იქნება „სწორი“ რეკლამის განთავსება. მაგალითად, თუ აინტერესებს 20-დან 45 წლამდე მაღალშემოსავლიანი კაცების აუდიტორია, ვებგვერდზე ნიშნავს შესაბამის ტარგეტს, რუკა  აჩვენებს, თბილისის რომელ უბანშია ეს აუდიტორია ყველაზე მეტად წარმოდგენილი. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე განთავსებულია 200-ზე მეტი ლოკაცია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ახლა, კომპანიებს, ვისაც წვლილი შეაქვთ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, გარე რეკლამისთვის ბილბორდებს იჯარის გადასახადის გარეშე ვთავაზობთ. ისინი მხოლოდ სარეკლამო მასალის ბეჭდვისა და მონტაჟის თანხას გადაიხდიან, ჩვენი ბილბორდებით კი აბსოლუტურად უფასოდ ისარგებლებენ.

რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?

თ. თ. : დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა სტარტაპ კომპანიას ისეთი, რაც ყველას ერთად დაგვეხმარებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ გარდა ფულადი სახსრებისა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაციის, სწორი მესიჯის მიტანა თითოეულ ადამიანთან. ჩვენი აქციით ზუსტად ამის შესაძლებლობას ვაძლევთ კომპანიებს.

რა არის ამ აქციის მიზანი?

თ. თ. : აქციის მიზანია, ჩვენ, როგორც ერთი რიგით კომპანია დავეხმაროთ ბიზნესს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. ამ კამპანიით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და მხარდაჭერა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე გვინდოდა, დავხმარებოდით იმ მესიჯის ეფექტურად გავრცელებაში, რომლის მიტანაც უნდათ საზოგადოებამდე. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ქალაქში გადაადგილება არ შეწყვეტილა, შესაბამისად, გარე რეკლამა აქტუალურია და აქტუალურია ჩვენი სერვისიც.

რაც შეეხება თავად კომპანიას Billboards Base, რომელმაც შექმნა Billboard.ge და კომპანიებს გარე რეკლამის უფასოდ განთავსება შესთავაზა . . .  

თ. თ. : Billboards Base სტარტაპ კომპანიაა. ის, საქართველოს მასშტაბით, გარე რეკლამის მფლობელ კომპანიებსა და მათ ინვენტარს/ადგილებს აერთიანებს, რომელიც მომხმარებლამდე გამარტივებული სახით, Billboards.ge-ს მეშვეობით მიაქვს. გარდა ამისა, ვზრუნავთ OOH მედიის იმ მედია პარამეტრებით შეფასებაზე, რომლითაც მომხმარებელი მიჩვეულია სატელევიზიო და „ონლაინ“ სივრცეებში გაზომვას – ამ მომსახურებასაც სულ მალე შევთავაზებთ მომხმარებელს, რადგან, გვჯერა, თუ მედია არ იზომება აუცილებლად მოკვდება. ამიტომ, ვეცდებით ცოტათი მაინც უკეთესი გავხადოთ ეს მედია. Billboard.ge-ის შექმნის შემდეგ, ბევრი ვიფიქრეთ სლოგანზე და ბევრ ვერსიასთან ერთად, გაჟღერდა “We Try Harder”, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ავტომანქანების გამქირავებელ ამერიკულ კომპანია AVIS-ს უკავშირდება: 1962 წელს, გადაწყვიტეს, დაეწყოთ ახალი სარეკლამო კამპანია. დაარსების დღიდან, მათი მთავარი კონკურენტი, ბაზარზე წამყვანი კომპანია HERTZ იყო. სარეკლამო კომპანიამ DDB ეს ფაქტი დამკვეთის სასარგებლოდ გამოიყენა – ტაბლოიდები აჭრელდა სათაურით – “When you’re only No.2, you try harder” („როდესაც შენ ხარ No.2, ცდილობ უფრო მეტად“). ამ სლოგანმა კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა. ჩვენთვის ეს უკეთესად მუშაობის, უფრო მეტის კეთების კონცეფცია მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა.


წყარო: www.marketer.ge

უკან დაბრუნება