27/01/2020
COVID-19-თან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ მედიკოსებს ყატარის ავიახაზები 100,000 ეკონომკლასის უფასო ავიაბილეთს სთავაზობს, ავიახაზების ქსელის ნებისმიერ მიმართულებაზე.
უფასო სამგზავრო ბილეთის მიღება მსოფლიოს ნებისმიერ მედიკოსს შეუძლია, ბმულზე რეგისტრაციით. გარდა ამისა, მათ ექნებათ საშუალება, 35%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ დოჰაში, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულ Duty Free მაღაზიებში, სასურველი ნივთის შესაძენად.
თითოეულ ქვეყანაში, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესისთვის, ბილეთები მოსახლეობის მიხედვით გადანაწილდა, 12-დან 18 მაისამდე პერიოდში. კამპანია 12 მაისს, დოჰას დროით, 00:01 საათზე დაიწყო და 18 მაისს, 23:59-ზე დამთავრდა.
მათთვის, ვინც ფასდაკლების კოდს მიიღებს: ბილეთების დაჯავშნა უნდა განხორციელდეს 26 ნოემბრამდე, მგზავრობა ძალაშია 2020 წლის 10 დეკემბრამდე.
წყარო: www.marketer.ge