10/03/2021
მსოფლიო პანდემიამ საქართველო ბევრი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა. თუმცა, ქვეყნის განათლების სისტემა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაწყობა, სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის რთული პროცესი იყო. საქართველოს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სკოლებს და უნივერსიტეტებს არ ჰქონდათ გამოცდილება და გამართული სისტემა მთლიანი სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასაწყობად..
სწორედ ამ პერიოდში, საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა მხარი დაეჭირა განათლების სიტემისთვის და ხელი შეეწყო ონლაინ ფორმატის სწავლებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად რაც შეიძლება მეტ მოზარდსა და ახალგაზრდას უნდა ჰქონოდა სხვადასხვა ფორმით ონლაინ განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა. პროექტი 2020 აპრილში დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება.
მიზნის მისაღწევად 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერნეტ საქართველოს ბანკმა charte.ge-სთან ერთად ჩაურთო ინტერნეტი და დაუფარა მთელი წლის ინტერნეტის საფასური, რითაც მათ შეძლეს სწავლის პროცესის გაგრძელება ონლაინ რეჟიმში;
ამასთანავე საქართველოს ბანკმა, ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ონლაინ ლექციების ჩასატარებლად შეიძნა zoom education-ის ლიცენზია და უსასყიდლოდ გადასცა მათ. შედეგად კი ამ ეტაპისათვის 70,000-ზე მეტი (ლექცია, სემინარი, ვორქშოპი) ჩატარდა.
წიგნის თაროსა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით შეიქმნა არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა, რომელიც იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობდა. წიგნის თაროს ონლაინ სკოლა სამ სეზონად დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი რეგისტრირებული და აქტიურად ჩართული მოსწავლეა.
10/03/2021
ელენე ჩხეიძე