18/03/2021
კომპანია ბიოქიმფარმი ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ქმნის და აწარმოებს ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებულ პრეპარატებს. პანდემიის დასაწყისშივე, კომპანიამ მომხმარებლებისათვის სპეციალური აქციის შეთავაზება გადაწყვიტა, რომელიც ვირუსის გავრცელების ტემპების შემცირებას ისახავდა მიზნად.
პანდემიის პირველივე ტალღის პერიოდში საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე დეფიციტური გახდა ანტიბაქტერიული ჰიგიენური საშუალებები და მათი საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეული პროცენით გაიზარდა. სწორედ ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, კომპანიამ ჰიგიენური ანტიბაქტერიული საშუალებების საქველმოქმედო დანიშნულებით შექმნა/წარმოება გადაწყვიტა, რომელიც შემდგომში კომპანიის პროდუქციის მომხმარებლებს უფასოდ უნდა გადასცემოდათ. კომპანიამ ჩაატარა გამოკითხვა თავის მომხმარებლებში, თუ რა პროდუქტის მიღება სურდათ საჩუქრად, რომელმაც საჭირო და სასურველ პროდუქტად ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერი გამოავლინა. აღნიშნულ გამოკითხვაზე დაყრდნობით, საკმაოდ მოკლე პერიოდში, სპეციალურად აქციისათვის, არა კომერციული დანიშნულებით შეიქმნა ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერი, რომელიც შემოწმდა და დარეგისტრირდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ.
აქცია ოქტომბრის თვიდან მოქმედებს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელის აფთიაქებში. ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერები გადაეცათ და მომარაგდა მედ-პერსონალი (ექიმები, პედიატრები, ექთნები, ლაბორატორიის თანამშრომლები) მთელი საქართველოს მასშტაბით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები.
03/18/2021
ელენე ჩხეიძე