CSR ბლოგი

დასაქმების მაძიებელთა ონლაინ პლატფორმა "ჰირო"-ს CSR ინიციატივა

დასაქმების მაძიებელთა ონლაინ პლატფორმა "ჰირო"-ს CSR ინიციატივა

15/04/2021

“ჰირო” დასაქმების მაძიებელთა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთად დასაქმების მაძიებელსა და დამსაქმებლებს. 

პანდემიის დროს კომპანიამ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო კოვიდი 19-ის მიერ ბაზარზე შექმნილი რთული მდგომაროების დროს, როგორც კომპანიების, ასევე სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანიების მხარდაჭერა. 

2020 წლის ზაფხულში, მაშინ როცა კომპანიებს ფინანსური კრიზისი შეექმნათ, “ჰირომ” მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს 3 თვიანი უფასო მომსახურეობა შესთავაზა, რითიც 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. მომსახურეობაში შედიოდა განცხადებების საიტზე განთავსება, ასევე მათი სოციალურ მედიაში გაშუქებაც, რომ უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო განცხადებები დასაქმების მაძიებელთათვის. ასევე, ყველა სტარტაპერს ვჩუქნით 3 თვიან უფასო მომსახურებას. აქცია არ არის ერთჯერადი ხასიათის და ვრცელდება ყველა ახლად რეგისტრირებულ კომპანიაზე.

კრიზისის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულებისთვის შეიქმნა სპეციალური ბაზა, რომელიც აერთიანებდა კოვიდის გამო უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს. ბაზა ხელმისაწვდომი იყო პარტნიორი ორგანიზაციებისათვის, რის შედეგადაც დასაქმების მაძიებლებმა იპოვეს სამსახური, ხოლო დამსაქმებლება თანამშრომლები.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა კომპანიამ და 2500-ზე მეტმა დასაქმების მაძიებელმა (დარეგისტრირდნენ დასაქმების მაძიებელთა ბაზაში, შექმნეს და დააგენერირეს CV ჰიროს საიტზე, დაესწრნენ ტრენინგებს და დასაქმდნენ ჩვენი დახმარებით).


ელენე ჩხეიძე

04/15/2021

უკან დაბრუნება