CSR ბლოგი

ლიბერთის სოციალური პროექტი უფროსი ასაკის მოქალაქეების მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად

ლიბერთის სოციალური პროექტი უფროსი ასაკის მოქალაქეების მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად

18/08/2021

ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება, განსაკუთრებით კი უფროს თაობაზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, პანდემიის დასაწყისშივე, ლიბერთი ბანკმა შექმნა სპეციალური პროექტები, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი ონლაინ სივრცეში.

ეს პროექტები მოიცავდა სრულიად უფასო კომპიუტერის შესწავლის კურსებს, გამაჯანსაღებელ სპორტულ, კულინარიულ, გასართობ და გასახალისებელ აქტივობებს. მათი გრაფიკი წინასწარ იყო განსაზღვრული ყოველი კვირის განმავლობაში. ლიბერთის ეს კურსები ერთგვარი მხარდამჭერი გახდა ქვეყანაში დაწყებული კამპანიისა – ,,დარჩი სახლში“. პირველი ვიდეო ონლაინ ფეისბუქ გვერდზე ‘ჩემი ლიბერთი”-ზე გაეშვა – რომელიც სწორედ ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისთვის შეიქმნა.

პროექტიმა, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე მოწვეული ლექტორები, სტუმრები და მეგობრები, ფეისბუქ გვერდის ერთგულ მომხმარებელს შეუმსუბუქა სახლში თვითიზოლაციის პირობები. ვიდეო გაკვეთილებს 5 მილიონამდე ნახვა ქონდა ფეისბუქზე. მომხმარებლებები აქტიურად იყვნენ ჩართული ყოველდღიური კომენტარებით. ვიდეოები დღემდე განთავსებულია სოციალურ ქსელში და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბრუნდნენ და გაიმეორონ გაკვეთილები.

ვიდეოების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/LibertyCSR


ელენე ჩხეიძე

18/08/2021

უკან დაბრუნება