24/08/2021
2020 წლის მარტიდან COVID 19 -ით გამოწვეული მდგომარეობის გამო, ფონდის “პირველი ნაბიჯი საქართველო” პროგრამებში შეჩერდა ჩვეული წესით მომსახურეობების მიწოდება. ფონდი კომპანია “იუაი”-ს ბენეფიციარია შექმნის დღიდან და მუდამ ინფორმირებული არიან მისი საქმიანობების და პრობლემების შესახებ. პანდემიის დროს ორგანიზაცია ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა: განსაკუთებული საჭიროებების მქონე ბავშვთა მდგომარეობა კარანტინის პერიოდში და ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის სამსახურის შენარჩუნება.
კომპანია „იუაი“-მ გადაწყვიტა აღნიშNული პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა ფონდს და დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. ამ პროექტის ფარგლებში სტიპენდიის პროგრამაში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სრულად დაუფინანსდათ სწავლის საფასური.
ასევე, “პირველი ნაბიჯი” სიტუაციიდან გამომდინარე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და „იუაი“-ს დახმარებით თანამშრომლების 60%-ს ანაზღაურება არ შეჩერებია.
კომპანიის დაფინანსებით ფონდმა შეძლო 60 ბავშვთან მედიკამენტებისა და ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენური საშუალებების ბინაზე გაგზავნა. ტექნიკური და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 17 თანამშრომლისთვის 1 თვის ხელფასის სრულად გადახდა; რუსთავის ფილიალის 6 სპეციალისტისთვის 2 თვის ხელფასის სრულად გადახდა; ოფისისთვის საჭირო დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების შეძენა. საბოლოოდ ფონდმა შეძლო მომსახურების სრულფასოვნად განხორციელება.
ელენე ჩხეიძე
24/08/2021