CSR ბლოგი

კომპანია "კი კი"-ს მიერ სკოლების ბიო ტუალეტებით უზრულველყოფა

კომპანია "კი კი"-ს მიერ სკოლების ბიო ტუალეტებით უზრულველყოფა

16/09/2021

კომპანია “კი კი” არის გარე ბიო ტუალეტების წარმოებაში საერთაშორისო ლიდერის პარტნიორი ქართული კომპანია.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი საქართველოს მაღალმთიანი სოფლის სკოლებისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა, ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარება.

სკოლებს არ გააჩნიათ საკანალიზაციო სისტემა და სკოლის მოსწავლეებს უწევდათ მოუწესრიგებელი საპირფარეშოებით სარგებლობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პირობებში, როცა ჰიგიენის დაცვა ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ვირუსისგან თავის დასაცავად. ვინაიდან კომპანია “კი კი” -ს საქმიანობა ბიო ტუალეტებს უკავშირდება, თხოვნით მიმართა რამდენიმე სკოლის ადმინისტრაციამ, მათთვის ახალი სასწავლო წლისთვის დახმარება გაეწიათ. 

პრობლემის არსში გარკვევის შემდეგ, კომპანიამ სკოლის ადმინისტრაციებთან მუდმივი კონტაქტით და სტანდარტების დაცვით მიაწოდა სკოლებს ბიო ტუალეტები. პროექტი მოიცავდა როგორც ბიო ტუალეტების მიტანას, ასევე დამატებით სერვისებსაც: დამონტაჟებას და შემდგომ ყოველკვირეულ მომსახურებას (ამოტუმბვა, ბიოქიმია, დასუფთავება, ტუალეტის ქაღალდი და დეზინფექცია), რის გარეშეც პროექტი არ იქნებოდა ეფექტური.

პროექტით საქართველოს მასშტაბით 45 სკოლასთან შედგა ამგვარი თანამშრომლობა, რის შედეგადაც ამ სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესის პერიოდში მოწესრიგებული და სუფთა საპირფარეშოებით ისარგებლეს. აღნიშნული ტუალეტები განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ ტერიტორიაზე, სადაც, რელიეფიდან გამომდინარე, რთულია საკანალიზაციო სისტემის გამართვა, რადგან ბიო ტუალეტი გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც ეკოლოგიურ ზიანს მინიმუმამდე ამცირებს.

პროექტის განხორციელების შედეგად მაღამთიანი რეგიონის სკოლებმა შეძლეს პანდემიის პერიოდში არსებული არასახარბიელო გარემო პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისათვის უკეთესი ადაპტირებული გარემოს შექმნა.


ელენე ჩხეიძე

16/09/2021

უკან დაბრუნება