CSR ბლოგი

Rethink ანუ დაინახე ახლებურად - ბიზნესის მხარდაჭერის მოდელი ბიდიოსგან

Rethink ანუ დაინახე ახლებურად - ბიზნესის მხარდაჭერის მოდელი ბიდიოსგან

21/09/2021

კომპანია BDO საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა.

Covid 19-ის კრიზისის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში, ბიზნესის მხარდასაჭერად, ბიდიომ ნაცნობი თემების ახლებურად დანახვის კამპანია Rethink-ი დაიწყო, რომლის მიზანია სხვადასხვა სექტორში მოქმედ, განსხვავებული მასშტაბის კომპანიებს დაეხმაროს წარმატებით გადაეწყონ ახალ რეალობაში და შეიმუშავონ სწორი ბიზნესსტრატეგიები. ბიდიომ საქართველოში კონცეფციის ლოკალური ბაზრისთვის ადაპტირება განახორციელა, შეიმუშავა სპეციალური ვებგვერდი და კომპანიებს შესთავაზა ახალ რეალობაში ლავირების თავისი ხედვა. Rethink-ის კონცეფცია არის 3 ეტაპისგან შემდგარი მოდელი – რეაგირება, მდგრადობა და გარდასახვა – ეს არის ეტაპები, რომლებსაც ყველა კომპანია გაივლის კრიზისიდან გამოსვლის და ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებისთვის. 

მოცემული კონცეფცია ბიზნეს კონსულტანტის ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლადაც ეხმარება ნებისმიერი ტიპის, ზომის და ინდუსტრიის ბიზნესს შეინარჩუნოს მდგრადობა პანდემიის პირობებში, ახლებურად გაანალიზოს ბიზნესპროცესები, დიჯიტალიზაციის, როგორც ბიზნესსაქმიანობის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და ანალიზის ფართო შესძლებლობების აუცილებლობა, მონაცემების დამუშავების მნიშვნელობა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება.

RETHINK-ის მოდელის გამოყენება შეუძლია ყველას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კომპანია ბიდიოს კლიენტი. ვებგვერდზე თავსდება სექტორული, მზა კვლევები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის, რომელიც კარგი სახელმძღვანელოა არსებული და მომავალი გამოწვევების ზუსტად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დაგეგმვისთვის.


21/09/2021

ელენე ჩხეიძე

უკან დაბრუნება