CSR ბლოგი

ფილიპ მორისი საქართველოს მიერ თანამშრომლების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში

ფილიპ მორისი საქართველოს მიერ თანამშრომლების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში

23/09/2021

„ფილიპ მორის საქართველოს“ ინიციატივა, “Ubi Concordia, Ibi Victoria – ისტორიის შექმნის პროცესი პანდემიის პირობებში” – თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა, რადგან თანამშრომელთა კეთილდღეობა PMG-ს უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, პანდემიის პირველივე დღიდან კომპანიამ შეიმუშავა ინიციატივა, რომლის მიზანი სტრესის დაძლევა, ახალ რეალობასთან გამკლავება და გუნდის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებ იყო. 

პროექტი – ოთხი კომპონენტისგან შედგებოდა: უსაფრთხოება, მენტალური კეთილდღეობა, მოტივაცია, მხარდაჭერა.

კომპანიას ჰქონდა მიზანი შეექმნა ისეთი სივრცე, სადაც ყველა თანამშრომელს ექნებოდა უსაფრთხოების განცდა და იგრძნობდა კომპანიის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება “გონივრულ სამუშაო” წესებს შესახებ, რაც ეხმარებოდა მათ, იდეალური ბალანსი შეენარჩუნებინათ სამუშაოსა და ოჯახს შორის.

კომპანიის 45 თანამშრომელი გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;  თანამშრომლების ჩართულობისა და გამოვლენილი ენთუზიაზმის შედეგად, პანდემიის პირობებში ონლაინ რეჟიმში აღინიშნა ძალიან ბევრი დაბადების დღე, გაიმართა ციფრული “ყავის შესვენებები” და ჩატარდა 50-ზე მეტი არაფორმალური შეხვედრა ვირტუალურ ოთახში.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ (PMI) პანდემიის პერიოდში, ჩაატარა სხვადასხვა თემატიკისადმი მიძღვნილი ონლაინ სემინარები. გაიმართა რამდენიმე გლობალური სამიტი. მოეწყო “საზაფხულო ბანაკი” – თანამშრომელთა ბავშვებისთვის.

განხორციელებული ინიციატივის ეფექტურობაზე კი პანდემიის პერიოდში 22 ქულით გაუმჯობესებული თანამშრომელთა ლოიალობის ინდექსი (Employer Net Promoter Score) მეტყველებს.


ელენე ჩხეიძე

23/09/2021

უკან დაბრუნება