CSR ბლოგი

კორპორაციული ფილანთროპია - პასუხისმგებელი ბიზნესის არჩევანი

კორპორაციული ფილანთროპია - პასუხისმგებელი ბიზნესის არჩევანი

26/04/2023

გიფიქრიათ თუ არა რა უბიძგებს კომპანიებს პასუხისმგებელი ქცევისკენ? ნებისმიერი სახის ქცევა განპირობებულია შინაგანი და გარეგანი მოტივაციით, რომელიც კომპანიების შემთხვევაში სხვადასხვაგვარია.

მიუხედავად ამისა, მთავარ ძალად შეგვიძლია დავასახელოთ განვითარებული საზოგადოება, რომელიც ხედავს და ობიექტურად აფასებს კომპანიების გავლენას გარემოზე, ადგილობრივ თემსა და სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ კომპანიები კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებსა და ინიციატივებს სოციალურ ინვესტიციად აღიქვამენ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი “კაპიტალი” დააბანდონ მასში.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა დონაციის პროგრამები, რომლებიც ბიზნესებს სწორედ სოციალურ სიკეეთეებში თავისი წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს. აღნიშნული პროგრამების შესახებ ქვემოთ უფრო ვრცლად გიამბობთ და შესაძლოა იპოვოთ კიდეც თქვენი კომპანიისთვის  საინტერესო ინიციატივა, რომელსაც განავითარებდით. გაითვალისწინეთ, ყველა პროგრამას თავისი უპირატესობა აქვს და მათ განხორციელებაზე დახარჯული დრო, ძალისხმევა და ფინანსური რესურსი გააძლიერებს, როგორც ბენეფიციარებს, ისე თქვენი ორგანიზაციის შიდა და გარე იმიჯს.

სანამ პროგრამების ტიპებზე ვისაუბრებთ ცოტას გიამბობთ რა სარგებელი მოაქვს კომპანიებისთვის კორპორაციული დონაციის პროგრამებს.

#1 პირველ რიგში ისინი ზრდიან თქვენი ბრენდის სანდოობას. კორპორაციული ფილანთროპიული საქმიანობა მომხმარებლებში თქვენს ბრენდზე  აყალიბებს პოზიტიურ აღქმებს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საერთო ღირებულებებით კიდევ უფრო გაამყარონ მომხმარებლებთან ურთიერთობები.  ადამიანები სასურველი პროდუქტის შეძენისას უფრო ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ისეთი კომპანიის პროდუქციას,  რომელიც მხარს უჭერს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს.

 „მომხმარებლები დღეს ბევრად უფრო საზრიანები არიან. მათ აინტერესებთ როგორ ექცევიან თანამშრომლებს ის კომპანიები, რომელთა პროდუქციასაც ყიდულობენ. აინტერესებთ  საიდან მოდის პროდუქტები და ვის მიერაა დამზადებული.  უნდა ითქვას, რომ მომხმარებლები მართლაც კარგად იკვლევენ ამ ყველაფერს.“ აღნიშნა კრისტინ კენიმ, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის  Carol Cone ON PURPOSE -ის წარმომადგენელმა.

#2 კორპორატიული პასუხისმგებლობის ინიციატივები შთააგონებს თქვენს თანამშრომლებსეს მათ ეხმარებათ მარტივად ადაპტირდნენ ახალ გარემოსთან, იგრძონ თავი სრულყოფილად და რეალიზებულად.

თანამშრომლებს სურთ იყვნენ ისეთი კომპანიის ნაწილი, რომლის მისიაში ჩანს საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეების კეთების სურვილი.  

2021 წელს, IBM -ის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა ორი მესამედი ადასტურებს რომ სამსახურის შერჩევისას უპირატესობას ანიჭებენ პასუხისმგებელ კომპანიებს. რესპონდენტთა თითქმის ნახევარი კი თანახმაა იმუშაოს პასუხისმგებელ ორგანიზაციაში შედარებით დაბალი ანაზღაურების მიუხედავადაც.

#3 დონაციის პროგრამები ეფექტურია ლოიალური მომხმარებლების რიცხვის ზრდისა და ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად. რაც კავშირშია შემოსავლის ზრდასთანაც.

კორპორაციული ფილანთროპიული პროგრამები კომპანიის პოპულარობას და ცნობადობას უწყობს ხელს. ასევე იძლევა სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობის კარგ შესაძლებლობას.  

#4 და ბოლოს, ინვესტიცია არაკომერციულ ორგანიზაციებშირომლებიც მხარს უჭერენ საზოგადოებას და უფრთხილდებიან რესურსებსნიშნავსრომ თქვენ უზრუნველყოფთ მდგრადობას თქვენი ბიზნესისთვის და უფრო ფართოდ კი მთელი მსოფლიოსთვის.

კორპორაციული ფილანთროპიის ეს ფორმა  გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს მდგრადობას. თქვენი ბიზნესი არ არსებობს ცალკე იზოლირებულ კუნძულზე. ის არის კომპლექსური სისტემის ნაწილი, რომელიც ეფუძნება პლანეტის, ხალხისა და სოციალური სტრუქტურების კეთილდღეობას.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება კომპანიებს დაეხმარება სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები, იზრუნონ დაინტერესებული მხარეების ინტერესებზე და შესაბამისად დაგეგმონ თავიანთი კორპორაციული დონაციის პროგრამებიც. როგორ და რა ფორმით შეიძლება განავითაროთ ისინი მოკლედ გიამბობთ ამავე ბლოგში.

#1 საზოგადოებრივი გრანტები

საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე არაკომერციულ ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა, შესანიშნავი გზაა კომპანიის რესურსებისა და ამ ორგანიზაციების გამოცდილების ეფექტურად გამოსაყენებლად.

ამასგარდა, თუკი კომპანიას კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები აქვს, შეუძლია საგრანტო პროგრამები სწორედ იმ საკითხებზე განავითაროს. მაგალითად გამოაცხადოს საგრანტო პროექტი კლიმატის ცვლილების საკითხზე, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის ამ პროცესის უარყოფითი მხარეების ახსნა და განმარტება იქნება.

საზოგადოებრივი გრანტების გაცემა  ბიზნესებს საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციების  მხარდაჭერის საშუალებას აძლევს. მათთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება კომპანიას საზოგადოების ნდობის მოპოვებაში ეხმარება. ასეთი თანამშრომლობის მოდელი ხელს უწყობს სექტორთა პარტნიორობას გრძელვადიანი პერსპექტივით.

როგორც კი დაიწყებთ საგრანტო პროგრამების შემუშავებაზე ფიქრს დარწმუნდით, რომ საზოგადოება მხარს უჭერს თქვენს მიზანს. გქონდეთ წინსწრებითი კომუნიკაცია, პრობლემის იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში საჭიროა ადგილობრივ თემთან კომუნიკაცია და მათი ინტერესების გათვალისწინება. ისინი უკეთ ერკვევიან პრობლემის არსში და იციან რა შეიძლება იყოს ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო.

და ბოლოს, ეცადეთ მარტივად და გასაგებად ჩამოაყალიბოთ საგრანტო აპლიკაციის სტრუქტურა და ეს პროცესი გაუადვილოთ როგორც ბენეფიციარებს, ისევე გუნდის თანამშრომლებს, რომლებიც შევსებული აპლიკაციების შემოწმებაზე იმუშავებენ.

#2 საქველმოქმედო დონაცია

საქველმოქმედო დონაციის გზით კომპანიები პირდაპირ ეხმარებიან არაკომერციულ ორგანიზაციებს. ესაა ნაკლები დროითი დანახარჯით წვლილის შეტანა საზოგადოების მხარდაჭერაში. კომპანიის მხრიდან საჭიროა პრიორიტეტული საკითხის შერჩევა, ისეთი საქველმოქმედო ორგანიზაციის მოძებნა, რომელიც იზიარებს თქვენს ღირებულებებს. ბოლო ეტაპი კი დონაციაა, რომელიც შესაძლოა იყოს ფულადი სახის ან ნატურით (In kind) - საჭირო პროდუქტისა თუ მომსახურების მიწოდება ბენეფიციარებისთვის.

#3 გაორმაგებული დონაცია - Matching gifts

იგი კორპორაციული დონაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფორმაა. არაკომერციული ორგანიზაციების მხარდასაჭერად კომპანიის თანამშრომლები  ნებაყოფლობით ერთვებიან   დონაციის პროცესში. მათ შეუძლიათ პირადი შეხედულებით და საკითხისადმი მგრძნობელობით მიიღონ გადაწყვეტილება და შეიტანონ წვლილი ბენეფიციარების მხარდაჭერაში. უშუალოდ დონაციის პროცესი კი ასეთია - თანამშრომელი გაიღებს თანხას არამომგებიანი ორგანიზაციის სასიკეთოდ; იგი ავსებს მოთხოვნის ფორმას, რომელიც ეგზავნება დამსაქმებელს განსახილველად; კომპანია ამოწმებს დონაციის ვალიდურობას არამომგებიან ორგანიზაციასთან და ამის შემდგომ თავადაც აკეთებს დონაციას.

თანამშრომელთა სურვილების და გადაწყვეტილებების გათვალისწინება ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანიის არჩევანი (დონაციის ინიციატივა) თანამშრომელთა ღირებულებებთან თანხვედრაში.

კომპანიებმა, რომელთაც სურთ აღნიშნული პროგრამის დანერგვა უნდა გაითვალისწინონ რომ დონაციის პლატფორმა მაქსიმალურად მოსახარხებელი იყოს თანამშრომელთათვის. შექმენით ისეთი პლატფორმა, რომელიც თანამშრომლებს გაუმარტივებს დონაციის პროცესს და დაეხმარება გაცემული რესურსის სოციალური  გავლენის დანახვაში.

#4 მოხალისეობა

კომპანიები ხშირად ავითარებენ სხვადასხვა მოხალისეობრივ პროგრამებს. მათ ჰყავს თავისი ადამიანური რესურსი, რომელთა გამოყენება შესაძლებელია არაკომერციული ორგანიზაციების დასახმარებლად. მოხალისეობრივი პროგრამები გულისხმობს დასაქმებულთა სამუშაო საათების მომხმარებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების სასიკეთოდ. ასევე შესაძლებელია თანამშრომლების ინტელექტუალური რესურსის, მათი პროფესიული ცოდნის გამოყენება არაკომერციული ორგანიზაციების სასიკეთოდ, რაც პრო ბონოს სახელითაა ცნობილი. პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ექსპერტიზასა და ინტელექტუალურ რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის. ამ გზით კომპანიები ეხმარებიან საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესებსაც ემსახურება და გამოხატავს ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია.

ეს პროგრამები თანამშრომლებს ეხმარება გუნდურობისა და თანამშრომლობითი უნარების განმტკიცებაში. ასევე გასათვალისწინებელია, თანამშრომელთა ინტერესები და სურვილი ჩაერთონ ისეთ მოხალისეობრივ აქტივობაში, რომელიც მათ ინტერესებთან ახლოსაა. ასეთი პროგრამები უფრო ნაყოფიერი და ეფექტურია, როცა თავად თანამშრომლები ირჩევენ პრობლემებს, რომელთა მოგვარების პროცესშიც ჩაერთვებიან. ამიტომ საჭიროა მოხალისეობრივი პროგრამების სწორი მენეჯმენტი.

#5 სტიპენდიები

კორპორაციული დონაციის ერთ-ერთი ფორმაა სასტიპენდიო პროგრამები, რომლებიც კომპანიების მიერ ხორციელდება. აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს ეხმარება სასწავლო ხარჯების  დასაფარად.

მაგალითისთვის ფედერალურ საკრედიტო გაერთიანებას (A+ Federal Credit Unionაქვს სასტიპენდიო პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯის სტუდენტებისათვის ცენტრალურ ტეხასში. 2021 წელს კომპანიამ 100,000  დოლარი გამოყო იმ 50 სტუდენტის  სწავლის გადასახადის დასაფარად, რომელთაც ჰქონდათ  მაღალი აკადემიური მოსწრება და წლის მანძილზე აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ საქმიანობაში.  

მსგავსი პროგრამები მომავალში ჩადებული ინვესტიციაა, რომელსაც აქვს  გრძელვადიანი ეფექტი, ვინაიდან ხარისხიანი განათლება სტუდენტს ეხმარება დასაქმებაში და ფინანსური სტაბილურობის მიღწევაში.  ასევე უნდა გვახსოვდეს რომ სწორედ ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ ჩვენი პოტენციური თანამშრომლები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება კომპანიას გააძლიერებს.

#6 სპონსორობა

სპონსორობის საშუალებით ბიზნესი  საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, ღონისძიებებსა თუ აქტივობებს ფინასნურად ან სხვა ტიპის კონტრიბუციით,  პროდუქტის თუ მომსახურების მიწოდების გზით უჭერს მხარს. ხალხისათვის საყვარელ ღონისძიებასთან აფილირებით ბიზნესებს შეუძლიათ საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება.  

მნიშვნელოვანია იყოთ ისეთი საქმიანობის თუ ღონისძიების სპონსორი, რომელიც თქვენს მისიასთან თანხვედრაშია. იფიქრეთ სამიზნე მომხმარებლებზე და იმაზე თუ რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ მათ. ასეთი ღონისძიებები საუკეთესოა სამიზნე აუდიტორიასთან დასაკავშირებლად.

და ბოლოს, გახსოვდეთ თქვენც შეგიძლიათ შექმნათ კომპანიის კორპორაციული დონაციის პროგრამა. ეფექტური პროგრამის შექმნა არ არის სხვა ბიზნეს ინიციატივებთან შედარებით რთული. წარმატება მიღწევადია სწორი სტრატეგიით, მკაფიო მიზნების, ამოცანების ჩამოყალიბებითა და საქმიანობის გამჭირვალობით.

ავტორი: გვანცა გილაური

წყარო: https://www.csrwire.com/press_releases/766916-how-structure-your-corporate-giving-program

უკან დაბრუნება