CSR ბლოგი

ეკო-მეგობრული რჩევები იმპულსური შესყიდვების თავიდან ასარიდებლად

ეკო-მეგობრული რჩევები იმპულსური შესყიდვების თავიდან ასარიდებლად

15/09/2023

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სამზადისი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. სარეკლამო გზავნილები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და რა თქმა უნდა, მათი გავლენა ჩვენს არჩევანზეც აისახება.

თუ დაკვირვებულხართ ამ ქაოსში ერთი და იგივე ნივთის რამდენი  ვერსია გიყიდიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიზუალურად ან ფასით ყველა ძალიან მოგეწონათ? ნამდვილად რთულია მომხიბვლელი შეთავაზებების გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი იმპულსური გადაწყვეტილებები და ქცევა ვნებს გარემოს.

იმისათვის, რომ  „შოპინგი“ არ იყოს გარემოსთვის საზიანო შეგიძლიათ გაეცნოთ ეკო-მეგობრულ რჩევებს, რომლებიც თანხის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ.

პირველ რიგში სანამ ჩვენთვის ან ჩვენი შვილისთვის ახალი ნივთების შესაძენად წავალთ დავფიქრდეთ კონკრეტულად რისთვის, რა და რამდენი ნივთი გვჭირდება.  

მანამდე კი აუცილებლად  გადახედეთ წინა წლის კალმებს, ფანქრებს, ზურგჩანთებს, რომლებიც შესაძლოა თავისუფლად გამოიყენოთ ახლაც. დაფიქრდით, დაზიანებული ნივთების შეკეთებაც შეგიძლიათ.

#1 ნივთების შეძენის დროს ყურადღება გაამახვილეთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. იაფიანი პროდუქტები შესაძლოა მომხიბვლელი იყოს, თუმცა დაბალი ხარისხის გამო მალე დაზიანდეს, რაც კიდევ უფრო მეტი ნარჩენის წარმოქმნას გულისხმობს. უკეთეს ხარისხში ინვესტიცია ნიშნავს ნაკლებ ჩანაცვლებას და ნაკლებ  ნარჩენებს.

#2 მოძებნეთ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ნივთები, როგორიცაა ლითონი, ხე ან გადამუშავებული პლასტმასა. ბრენდები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ მდგრადობასა და ეთიკურ პრაქტიკას, საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას. ეკოლოგიურად სუფთა ან გადამუშავებული მასალებისგან დამზადებული პროდუქტების არჩევამ შეიძლება შეამციროს  გარემოზე ნეგატიური გავლენა.

#3 მოერიდეთ ზედმეტ შესყიდვებს - ადვილია შოპინგის დროს გატაცება და იმაზე მეტის შეძენა, ვიდრე რეალურად გჭირდებათ. მაღაზიაში წასვლამდე ან ონლაინ აპლიკაციის გახსნამდე შეადგინეთ  ნივთების სია და მიჰყევით მას. მოერიდეთ იმპულსურ შესყიდვებს და ეცადეთ შეიძინოთ ის აუცილებელი ნივთები, რომლებსაც  ნამდვილად გამოიყენებთ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. მხოლოდ იმის ყიდვით, რაც გჭირდებათ, თავიდან აიცილებთ არასაჭირო ნარჩენებს და არეულობას.

მდგრადი არჩევანი ნიშნავს უფრო გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს პლანეტას და მომავალ თაობებს. ნივთების ხელახლა გამოყენებით, ეკოლოგიურად სუფთა ბრენდების არჩევით და ზედმეტი მოხმარების თავიდან აცილებით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სასწავლო სივრცეში დაბრუნების ეკო-მეგობრული გამოცდილება.

წყარო:

https://impakter.com/a-sustainable-guide-to-back-to-school-shopping/

https://tworivertimes.com/sustainablebacktoschoolshopping/

უკან დაბრუნება