CSR ბლოგი

„ყოველთვის მნიშნელოვანია დასაწყისი და წინსვლა, თუნდაც მცირე ნაბიჯებით“ - ეთო ჩაჩიბაია - MBC - ის ოპერაციების დირექტორი

„ყოველთვის მნიშნელოვანია დასაწყისი და წინსვლა, თუნდაც მცირე ნაბიჯებით“ - ეთო ჩაჩიბაია - MBC - ის ოპერაციების დირექტორი

17/01/2024

ინტერვიუების სერია Meliora-ს გამარჯვებულებთან

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2024 დაიწყო!

მანამ სანამ ბიზნეს კომპანიები 2023 წელს განხორციელებულ CSR  პროექტებს წარადგენენ გვინდა შეგახსენოთ გასული წლის გამარჯვებული კომპანიები, რომლებმაც ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. 

ვფიქრობთ, მათი  საქმიანობა კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით შესაძლოა იყოს შთაგონების წყარო კომპანიებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ფიქრს პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის პრინციპებზე.

შეგახსენებთ, რომ წინა წლის Meliora აერთიანებდა ცხრა კატეგორიას, რომელშიც ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებულები.  

CSR -ის კუთხით განხორციელებული მნიშვნელობანი ინიციატივებისთვის წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში გამარჯვება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“ -მ მოიპოვა. 

კომპანიის CSR ხედვის, ასევე გამოცდილების გაზიარების მიზნით, გთავაზობთ ინტერვიუს   MBC -ის ოპერაციების დირექტორთან, ეთო ჩაჩიბაიასთან.

ეთო, მადლობა ინტერვიუსთვის და უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან  გვიხარია Meliora -ში MBC -ის უკვე რიგით  მეორე გამარჯვება, რაც კომპანიის განვითარების, ზრდის ძალიან კარგი მაგალითია.

  • გვიამბეთ MBC -ის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ, როგორ განვითარდა კომპანიაში CSR.

„უნდა აღვნიშნო, რომ მელიორაში მოპოვებული აღიარება პირველ რიგში სტიმულია, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ ამ მიმართულებით.

MBC -ის კორპორაციული პასუხისგმებლობის სტრატეგიამ სტრუქტურირებული სახე 2018 წელს მიიღო. მანამდე კი ჩვენი აზრით ნელი, მაგრამ ძალიან სწორი ნაბიჯებით მივუყვებოდით გზას ჩვენი CSR ინიციატივებით, პროექტებით, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჩვენი თანამშრომლების თუ მომხმარებლების კეთილდღეობას.  ამ გზაზე ჩვენი პარტნიორები ყოველთვის გვეხმარებოდნენ ცოდნის გაზიარებით, რეკომენდაციებით, რამაც მიგვიყვანა წარმატებისკენ.

როგორც იცით, 2020 წელს ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება თანამშრომელთა მხარდაჭერის მიმართულებით. ამ გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა, დაგვანახა ჩვენი შესაძლებლობები და საქმიანობის  გაუმჯობესების  გზები. ეს მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის. გავიდა წლები და ჩანს, რომ კიდევ უფრო განვვითარდით. ის, რომ წელს გავხდით წლის პასუხისმგებელი კომპანია ამ განვითარების საუკეთესო დასტური და ნათელი მაგალითია.

დღეისათვის MBC-ის CSR  სტრატეგია მოიცავს ხუთ ძირითად მიმართულებას. ეთიკური და მდგრადი კორპორაციული მმართველობა, პასუხისმგებლობა თანამშრომლების მიმართ, პასუხისმგებლობა მომხმარებლების მიმართ, საზოგადოების მხარდაჭერა და გარემოს დაცვა. ამ კუთხით კომპანია ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას.“

  • გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რამდენად დაგეხმარათ წლების მანძილზე კონკურსი კომპანიაში CSR - ის მიმართულების განსავითარებლად.

„როგორც უკვე აღვნიშნე, ამ გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა, დაგვანახა ჩვენი შესაძლებლობები და საქმიანობის  გაუმჯობესების  გზები. ვფიქრობ კარგად განვავითარეთ ეს მიმართულება.

ზოგადად კონკურსის როლი ჩვენს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით არის ძალიან დიდი.  ნელ-ნელა ვვითარდებით, ასეთი კონკურსები კი ერთი მხრივ მოტივაციას გვაძლევენ, მეორე მრივ ძალიან სასარგებლო როლს ასრულებენ CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.

მე ჩემს პირად დამოკიდებულებას გაგიზიარებთ,  მაქვს ძალიან მაღალ ნდობა ამ კონკურსის მიმართ. Meliora თავისი ჟიურის წევრებით, ადმინისტრაციული სტაფით, შეფასების კრიტერიუმებით, იწვევს მაღალ სანდოობას. კარგი გადაწყვეტილებაა რომ მცირე და საშუალო კომპანიებს კონკურენციას არ უწევენ მსხვილი ბიზნესები, რაც მათი გამარჯვების შანსებს ზრდის. მადლობა თქვენ, კარგად ორგანიზებული კონკურსისთვის, რომელიც ეროვნულ საქმეს ემსახურება.“

  • დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ეთო, რას ურჩევდით კომპანიებს, რომლებიც ახლა იწყებენ CSR -ზე ფიქრს, როგორ დაიწყონ და განავითარონ კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის მიმართულება კომპანიებში, სადაც არ არსებობს ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით.

„ვფიქრობ ყოველთვის მნიშნელოვანია დასაწყისი, წინსვლა, თუნდაც მცირე ნაბიჯებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიაზრონ თავიდანვე დიდი მასშტაბები, დიდი ბიუჯეტი. უპირველესად კომპანიას უნდა ესმოდეს რაზე აქვს ზეგავლენა, ზეგავლენებს უნდა მოარგოს სტრატეგია და ეცადოს ეტაპობრივად და თანმიმდევრულად განახორციელოს შესაბამისი ინიციატივები.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვურჩიო, რომ ძალიან სასარგებლოა საქმიანობის სფეროში მოღვაწე ღირებული პარტნიორების მოძიება, მნიშვნელოვანია მათი ექსპერტიზის გაზიარება.

უნდა აღინიშნოს ტოპ მენეჯმენტის  როლი, რადგან  ამ საკითხებისადმი მათი ინტერესი და ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

ასევე ვიტყვი რომ აუცილებელია თანამშრომლების ინფორმირება, კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებში თანამშრომელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.“

მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებებს ვუსურვებთ MBC -ის.

 

 ესაუბრა: გვანცა გილაური

 

უკან დაბრუნება