CSR ბლოგი

CopenPay – ინიციატივა ტურისტებში ეკო-მეგობრული ქცევის წახალისებისთვის

CopenPay – ინიციატივა ტურისტებში ეკო-მეგობრული ქცევის წახალისებისთვის

04/09/2024

კოპენჰაგენის ტურიზმის ორგანიზაცია Wonderful Copenhagen -ის წამოწყება შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნის თუ ქალაქის, ასევე ტურისტული ორგანიზაციების შთაგონების წყაროდ იქცეს.

2024 წლის ზაფხულიდან კოპენჰაგენში ტურისტები, რომლებიც ეკო-მეგობრულ ქცევას გამოავლენენ, მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის მწვანე ინიციატივებში, დასუფთავების აქტივობებში, ასევე ავტომობილისა თუ ტაქსის ნაცვლად ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით, დასაჩუქრდებიან მუზეუმის ბილეთებით, ტურებით, კვების ვაუჩერებით, უფასო ყავით და სხვა.  

CopenPay მოგზაურობის დროს გარემოს დამზოგავი გადაწყვეტილებების მიღებასთან ერთად, ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვაში დაგვეხმარება.

პროექტის მიზანი არაა ტურისტების მოზიდვა და მათი რაოდენობის ზრდა, იგი შეიქმნა პასუხისმგებელი ქცევის წასახალისებლად, აქამდე დამკვიდრებული მოგზაურობის კულტურისა და ჩვევების შესაცვლელად.   

აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას იღებს კოპენჰაგენში მოქმედი 24 დაწესებულება - მუზეუმები, რესტორნები, ასევე კაიაკის გამქირავებელი კომპანია, რომელიც ტურისტებს CopenPay-ში ჩართვის სანაცვლოდ  უფასო გასეირნებას სთავაზობს.

იდეის ავტორების აზრით, ტურიზმი არ უნდა იყოს ტვირთი გარემოსთვის. პოზიტიური ცვლილებებისთვის საჭიროა ძველი ჩვევების დავიწყება და ფიქრი დეტალებზე, მაგალითად იმაზე თუ როგორ მივდივართ დანიშნულების პუნქტამდე, რას მოვიხმართ და თუნდაც როგორ ვურთიერთობთ ადგილობრივებთან.  

კოპენჰაგენის ტურიზმის ორგანიზაცია Wonderful Copenhagen -ის აღმასრულებელი დირექტორი, მიკელ არო-ჰენსენი ევრონიუსთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პრაქტიკის გათვალისწინებით, ხუთი ტურისტიდან ოთხს თუ აქვს გადაწყვეტილი ეკომეგობრულად იმოგზაუროს, დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, სხვადასხვა ფაქტორების გამო მათგან  მხოლოდ ერთი ახერხებს ამ მიზნის მიღწევას. არო-ჰენსენის თქმით, სანამ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება გაჭირდება მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე მუშაობა.

CopenPay-ის მთავარი იდეაა საზოგადოებას აჩვენოს, რომ გარემოსადმი მეგობრული, პასუხისმგებელი ქცევის გამომუშავება არც ისეთი რთულია. ყოველდღიური ჩვევების ცვლილებით შეგვიძლია მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

წყაროები:

https://www.nytimes.com/2024/07/08/travel/copenhagen-sustainable-tourism.html

https://www.wonderfulcopenhagen.com/wonderful-copenhagen/international-press/copenhagen-launches-new-green-experience-economy-initiative-copenpay

https://www.euronews.com/green/2024/07/18/travel-by-public-transport-and-get-free-tickets-with-copenhagens-new-green-initiative-for-

უკან დაბრუნება