CSR ბლოგი

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ბილი აილიშისა და Google Maps-ის ერთობლივი გარემოს დამზოგავი ინიციატივა

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ბილი აილიშისა და Google Maps-ის ერთობლივი გარემოს დამზოგავი ინიციატივა

27/09/2024

ახალგაზრდა პოპ-ვარსკვლავი, ბილი აილიში Google Maps-თან თანამშრომლობით, საკუთარ მსმენელს მდგრადი და ეკო-მეგობრული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

ბილი აილიშისა და Google Maps-ის პარტნიორობის მიზანი, მუსიკალური ტურნეს პერიოდში, გულშემატკივართა შორის ეკო მეგობრული ქცევის წახალისებაა.

მუსიკოსი აზიარებს რჩეული ვეგეტარიანული საკვები ობიექტების სიას. აღნიშნული რეკომენდაციების ნახვა შესაძლებელია Google Maps-ში შესაბამისი ქალაქის მონიშვნისას.

ბილი აილიში საკუთარ მხარდამჭერებს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის გამოყენებისკენაც მოუწოდებს და ურჩევს, რომ ისარგებლონ ველოსიპედით, სკუტერით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. იგი არ გამორიცხავს, რომ ტურნეს პერიოდში თავადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს.

ავტომობილით მოგზაურობისას, საწვავის დაზოგვისა და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით, გასათვალისწინებელია გარემოს დამზოგავი, ეკონომიური მარშრუტების  შერჩევა. აღნიშნული მარშრუტების აღმოჩენაში კი Google Maps-ს შეუძლია დახმარება.

მუსიკოსი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ყველა მასშტაბის ქმედება მნიშვნელოვანია და ერთად ნამდვილად შესაძლებელია ამ მშვენიერი პლანეტის გადარჩენა. იგი მადლობას უხდის Google Maps-ს, რომელიც ყველას აძლევს იმ რესურსებზე წვდომას, რომელიც მისი მუსიკალური ტურნეს ფარგლებში, გულშემატკივარს მდგრადი, გარემოს დამზოგავი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

იხილეთ ვიდეო, რომელსაც ბილი აილიში სოციალურ ქსელ ფეისბუქში აქვეყნებს:  https://www.facebook.com/billieeilish/videos/billie-eilish-x-google-maps/1181315626308999/

 

წყაროები:

https://blog.google/products/maps/billie-eilish-and-google-maps-help-fans-travel-sustainably/

https://esgnews.com/billie-eilish-teams-up-with-google-maps-for-sustainable-touring/

უკან დაბრუნება