18/06/2025
Starbucks-ის კომპოსტირებადი ჭიქები აშშ-ს შემდეგ უკვე ევროპაშიც ხელმისაწვდომია. დღეისათვის გადამუშავებადი ჭიქები და მათთვის განკუთვნილი თავსახურები 10 ძირითად ევროპულ ბაზარზეა წარმოდგენილი, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, ავსტრია.
ალბათ საინტერესოა ვიცოდეთ რისგან მზადდება ჭიქები, რომელთა გადამუშავება სახლის პირობებშია შესაძლებელი.
ცხელი სასმელებისთვის განკუთვნილი ახალი ჭიქები უნიკალური ტექნოლოგიით იწარმოება. ისინი დამზადებულია მინერალური საფარით, რომელიც ანაცვლებს პლასტმასას შიდა ფენას. ეს ინოვაციური მასალა განაპირობებს ჭიქების სრულად კომპოსტირებას სახლის პირობებშიც კი, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად მიიღოს მონაწილეობა ნარჩენების გადამუშავების პროცესში. ახალი მინერალური საფარი იტალიური კომპანია Qwarzo-ს მიერაა წარმოებული.
რაც შეეხება ცივი სასმელებისთვის განკუთვნილ ჭიქებს, Starbucks-ი, აშშ-ს 14 შტატში უკვე აქტიურად ანაცვლებს პლასტმასას, ბოჭკოვანი კომპოსტირებადი ჭიქებით, რომლებიც ვიზუალურად განსხვავებულია – გაუმჭვირვალეა და დამზადებულია ჩამოსხმული ბოჭკოსგან, რაც მათ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად აქცევს.
Starbucks-ის ინიციატივა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა ეფექტურად მართოს ზეგავლენები, შეამციროს ნარჩენების რაოდენობა და ამავდროულად აამაღლოს მომხმარებელთა ცნობიერება მდგრადი მოხმარების მიმართულებით.
Starbucks-ის მიზანია, რომ 2030 წლისთვის მისი ყველა ჭიქა იყოს 100% კომპოსტირებადი, გადამუშავებადი ან მრავალჯერადი გამოყენების. ეს ამბიციური მიზანი მოითხოვს მუდმივ ინვესტიციებს კვლევებსა და განვითარებაში, რასაც კომპანია ეფექტურად ახორციელებს.
წყაროები:
https://stories.starbucks.com/emea/stories/2025/starbucks-new-home-compostable-cup/
https://starbucks.onecupbigchange.com/en
https://www.esgtoday.com/starbucks-launches-compostable-recyclable-cups/