ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის პოლიტიკას. ევროკომისიას და ევროპარლამენტს არაერთი სტრატეგიული დოკუმენტი, პოლიტიკის განაცხადი თუ სამოქმედო გეგმა აქვს მიღებული ბიზნესის პასუხისმგებლობის შესახებ.... გააგრძელე კითხვა
ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის პოლიტიკას. ევროკომისიას და ევროპარლამენტს არაერთი სტრატეგიული დოკუმენტი, პოლიტიკის განაცხადი თუ სამოქმედო გეგმა აქვს მიღებული ბიზნესის პასუხისმგებლობის შესახებ.
ევროკომისია მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს „ხელი შეუწყონ საწარმოებს განავითარონ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა“, ხოლო ბიზნეს კომპანიებს - „საჯაროდ წარმოაჩინონ თავიანთი ერთგულება მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი და გააფართოვონ საკუთარი ვალდებულებები პასუხისმგებელი ბიზნესის კონტექსტში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით“.
CSR-ის ხელშეწყობა ინტეგრირებულია ევროკავშირის პოლიტიკებში სხვადასხვა სფეროსთან მიმართებით, კერძოდ, დასაქმებისა და სოციალური საკითხების პოლიტიკაში, საწარმოთა შესახებ პოლიტიკაში, გარემოსდაცვით პოლიტიკაში, მომხმარებელთა საკითხების პოლიტიკაში, სახელმწიფო შესყიდვებისა და საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკებში, ასევე საჯარო ადმინისტრირების პოლიტიკაში.
ევროკომისიის სხვადასხვა გენერალური დირექტორატი მუშაობს პასუხისმგებელი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტის განვითარებაზე.
პოლიტიკის დონეზე კორპორაციული პასუხისმგებლობის ოფიციალური მხარდაჭერა 2001 წელს დაიწყო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკის დოკუმენტით - Green Paper: Promoting a European Frameworks for Corporate Social responsibility. მას შემდეგ, უკვე 20 წელია მდგრადი განვითარება და კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესთან მიმართებით ევროკომისიის ყველა პოლიტიკისა თუ სტრატეგიის ხერხემალს წარმოადგენს.