CSR ბლოგი

CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნების ღონისძიება

CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნების ღონისძიება

14/12/2022

14 დეკემბერს, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნების ღონისძიება გაიმართა.

CSR ფორუმი, რომელიც სხვადასხვა სექტორთა წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა, CSR-ის ხელშემწყობი პოლიტიკის საკითხებზე დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმას შექმნის.

საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების კვალდაკვალ სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კორპორაციული პასუხისმგებლობის/პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო  დონეზე. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მთავრობა ახორციელებს CSR-ის მხარდამჭერ აქტიურ პოლიტიკას. ასევე გავრცელებული პრაქტიკაა სამივე სექტორის მონაწილეობით საკონსულტაციო ორგანოების - CSR-ის ფორუმების თუ პლატფორმების დაფუძნება, რომლებიც პოლიტიკის ფორმირებაში სხვადასსხვა სექტორის ჩართულობას უწყობს ხელს. საქართველოში CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი სწორედ ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით დაფუძნდა.

სასტუმრო პულმან თბილისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ფორუმის დაფუძნების შესახებ ხელი მოაწერა კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის 40-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლემა: სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ბიზნეს ასოციაციებმა, საგანმანათლებლო დაწესებულების და სახელმწიფო სეტორის წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და CSR-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ქართველმა და ევროპელმა ექსპერტებმა. პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების მიღწევისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა
შესრულებისათვის მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს სექტორისა და ხელისუფლების  წარმოადგენლებმა .

ქართველი და ევროპელი ექსპერტებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, ახლადდაფუძნებულ CSR ფორუმთან თანამშრომლობით და კონსულტაციებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო ჩარჩო-პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაზე.

CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნება საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებისა და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  

უკან დაბრუნება