30/06/2023
ფორუმის პირველ სამუშაო შეხვედრას, რომელიც 30 ივნისს გაიმართა, 40 სხვადასხვა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციის, ბიზნეს ასოციაციის, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ იმსჯელეს საქართველოში იმ შესაძლებლობებსა და ნაბიჯებზე, რაც CSR-ის განვითარებისა და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებისკენ უნდა გადაიდგას.
შეხვედრაზე, პრეზენტაციებით წარდგნენ ქართველი და ევროპელი ექსპერტები, რომლებიც CSRDG-ის ორგანიზებით CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო ჩარჩო-პოლიტიკის რეკომენდაციებსა და ადვოკატირებაზე მუშაობენ:
- აუდრონე ალიოშიუტე - პაულაუსკიენე, ლიეტუის მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავას“ მმართველი დირექტორი,
- ქეთრინ ჰენი, ირლანდიის CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის თავმჯდომარე
- დავით მაისურაძე, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- გიორგი პაპავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, წამყვანი ეკონომისტი
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია შემდეგ საკითხებზე:
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - შესაძლო ქმედებები
- კომპანიების ინფორმირება კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ და CSR-ის პოპულარიზაცია
- დაინტერესებულ მხარეთა დიალოგი და პარტნიორობა კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებზე
- მცირე და საშუალო საწარმოებში კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელშეწყობის ინსტრუმენტები
- როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნესის ჩართვას მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული გეგმის განხორციელებაში
- მდგრადი საჯარო შესყიდვები საქართველოში - სოციალური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმები ინტეგრირება
გამოითქვა მრავალი საინტერესო მოსაზრება, რაც აისახება შემუშავებულ რეკომენდაციებში.