CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის მეორე სამუშაო შეხვედრა
13/10/2023
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, 13 ოქტომბერს საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის, მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სხვადასხვა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციის, ბიზნეს ასოციაციის, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებისა და სახელმწიფო სექტორის ორმოცამდე წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრის მასპინძელი იყო პროკრედიტ ბანკი, რომელიც საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora-ს მთავარი პრიზის (2019 წ.) მფლობელია. კომპანიის პოლიტიკაა არა მხოლოდ პასუხისმგებელი ბიზნეს პრაქტიკის განხორციელება, არამედ ზოგადად, კორპორაციული პასუხისმგებლობის მხარდაჭერა ქვეყანაში. ამ პოლიტიკის ფარგლებში,პროკრედიტ ბანკი მხარს უჭერს CSR ფორუმის მუშაობას და უმასპინძლა ფორუმის სამუშაო შეხვედრას 13 ოქტომბერს.
ფორუმის წევრები თითქმის ერთი წელია აქტიურად მსჯელობენ კორპორაციული პასუხისმგებლბის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის რეკომენდაციებზე, რომელსაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების სამუშაო ჯგუფი ამზადებს. სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვედრაზე პრეზენტაციებითაც წარდგნენ:
პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებმა - ხატია ქირიამ (ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და ირინა კიკვაძემ (გარემოს დაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენელი) ბანკის მდგრადობის პოლიტიკა და შედეგები მეკლედ წარმოადგინეს.
ფორუმის წევრებს ონლაინ ფორმატში მიმართა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ფრენსის ფიცჯერალდმა, რომელიც ირლანდიის მეწარმეობის ყოფილი მინისტრია (Minister of Enterprise). ქალბატონი ფრენსისი აქტიურად იყო ჩართული, ირლანდიის CSR ფორუმთან მჭიდრო თანამშრომლობით, ირლანდიის ეროვნული CSR სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. მისი მიმართვა საქართველოს CSR ფორუმის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად და ყურადღებას ამახვილებდა ევროკომისიის პოლიტიკაზე ამ სფეროში, ასევე საქართველოსთვის CSR-ის ხელშემწყობი ეროვნული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე.
სამუშაო შეხვედრაზე ფორუმის წევრებმა განიხილეს CSR-ის მხარდამჭერი სახელმწიფო ჩარჩო-პოლიტიკის პირველი სამუშაო ვერსია და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას. დისკუსიის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: