ISO 26000 სახელმძღვანელო სტანდარტი – ეს არის ნებაყოფლობითი სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს და ავსებს სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში უკვე არსებულ ძირითად საერთაშორისო ინსტრუმენტებს, კარგად ეთავსება აგრეთვე ISO 9000 და ISO 14000 გარემოსდაცვით და ხარისხის მართვის მენეჯმენტის სისტემების სტანდარტებს.
ISO მენეჯმენტის სისტემების სტანდარტებისაგან განსხვავებით, ISO 26000 არ არის სერტიფიცირებადი სტანდარტი. ეს არის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც შეიცავს ინსტრუქციებსა და სახელმძღვანელო მითითებებს ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების შესახებ; გამოსადეგია ყველა ტიპის, ზომის და ადგილმდებარეობის ორგანიზაციისთვის როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში; შეიცავს მითითებებს იმის თაობაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა და განხორციელება ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში.
ISO 26000-ში ჩამოყალიბებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი პრინციპები და მათი განმარტება; განმარტებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები და კომპონენტები; წარმოდგენილია ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა დაინერგოს პასუხისმგებელი მიდგომები ორგანიზაციულ სტრატეგიაში, სისტემებში, საქმიანობასა და პროცესებში.