გაეროს „გლობალური შეთანხმება“ არის ნებაყოფლობითი ინიციატივა, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა. „გლობალური შეთანხმება“ მიჩნეულია კორპორაციული მდგრადობისა და პასუხისმგებლობის ყველაზე მასშტაბურ ინიციატივად მსოფლიოში. ეს არის კომპანიებისა და სხვა ორგანიზაციების (გაეროს სააგენტოების, პროფესიული კავშირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების) ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებელი საქმიანობის ხელშეწყობას და განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. „გლობალურ შეთანხმებას“ შემუშავებული აქვს პასუხისმგებელი ბიზნესის 10 პრინციპი ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ამჟამად გლობალური შეთანხმება 12000-ზე მეტ კომპანიას და 3000-მდე სხვა სექტორის ორგანიზაციას აერთიანებს 160 ქვეყნიდან. „გლობალური შეთანხმება“ არ არის მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც გააკონტროლებს ან შეაფასებს კომპანიების მოქმედებას. ეს სრულიად ნებაყოფლობითი ინიციატივაა, რომელიც საჯარო ანგარიშგებას, გამჭვირვალობას, ქსელურ მუშაობას და გამოცდილების გაზიარებას ეფუძნება. მას ორი ძირითადი მიზანი აქვს: