გაეროს 2012 წლის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე (“Rio+20”) ხელი მოეწერა „მდგრადი და პასუხისმგებელი სადაზღვევო საქმიანობის პრინციპებს“. „პრინციპები“ შეიმუშავა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის საფინანსო ინიციატივამ UNEP FI ექვსწლიანი მუშაობის და გლობალური საკონსულტაციო პროცესის შედეგად. ეს არის 4 პრინციპი, რომლებიც შეეხება გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით რისკებსა და შესაძლებლობებს და სადაზღვევო სექტორს სთავაზობს რეკომენდაციებს, როგორ შეიტანოს წვლილი მდგრად განვითარებაში.
„პრინციპებით“ საფუძველი ჩაეყარა ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობის ინიციატივას გაეროსა და სადაზღვეო კომპანიებს შორის. დღეისათვის პრინციპებს მიერთებული სადაზღვევო კომპანიები გლობალური სადაზღვევო სექტორის 25%-ს წარმოადგენენ.
PSI-ის ინიციატივის მისიაა სადაზღვევო კომპანიებმა მოიპოვონ ნდობა, უკეთ გააცნობიერონ და შეამცირონ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის რისკები და წვლილი შეიტანონ ჯანსაღი, უსაფრთხო და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.