Universal Declaration of Human Rights (UNHR)
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

Universal Declaration of Human Rights (UNHR)
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

გაფილტვრა

Universal Declaration of Human Rights (UNHR)
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ მიჩნეულია ყველაზე მასშტაბურ „ღირებულებათა განაცხადად“ კაცობრიობის ისტორიაში. იგი ამტკიცებს, რომ არსებობს გარკვეული უფლებები, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება და რომლებიც აქვს ყველა ადამიანს დედამიწის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იგი ადამიანია.

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წელს. დეკლარაცია შედგება შესავლისა და 30 მუხლისაგან, რომლებშიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები: როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას“ არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა, მაგრამ დღეისათვის იგი ყველაზე ფართოდ აღიარებული ინსტრუმენტია ადამიანის უფლებათა სფეროში და წარმოადგენს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნაწილს. გაეროს წევრი სახელმწიფოები აღიარებენ მორალურ ვალდებულებას, დაიცვან დეკლარაციაში ჩამოყალიბებული ადამიანის უფლებები, რომლებიც შემდგომში გაეროს სხვადასხვა ხელშეკრულებასა და მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში აისახა. საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით.

 

იხილეთ წყარო