შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემუშავებული „სამმხრივი დეკლარაცია მრავალეროვანი კომპანიების საქმიანობის პრინციპებისა და სოციალური პოლიტიკის შესახებ“ მიიღეს 1977 წელს, შემდეგ მრავალჯერ გადაიხედა და განახლდა. უკანასკნელად განახლდა 2017 წელს. ეს არის ILO-ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც უშუალოდ კომპანიებს ეხება. ILO როგორც მრავალეროვან, ისე ეროვნული დონის კომპანიებს სთავაზობს რეკომენდაციებს სოციალური პოლიტიკისა და ინკლუზიური, მდგრადი და პასუხისმგებელი სამუშაო პროცესისათვის. ეს რეკომენდაციები ასახავს საერთაშორისო შრომით სტანდარტებს და განკუთვნილია ყველა ტიპის კომპანიისათვის, თუმცა იმავდროულად ხაზს უსვამს მთავრობის როლს პასუხისმგებელი ბიზნესქცევის დამკვიდრებაში და სოციალური დიალოგის როლს. დეკლარაცია ერთმნიშვნელოვან და ნათელ რეკომენდაციებს აძლევს კომპანიებს, როგორ უნდა შეუწყონ ხელი თავიანთი საქმიანობით „ღირსეული შრომის“ პრინციპების დამკვიდრებას. დეკლარაცია არის გლობალური ვალდებულება, ის შეიცავს სახელმძღვანელო პრინციპებს მთავრობების, დამსაქმებლებისა და პროფესიული კავშირებისათვის დასაქმების, კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაო პირობებისა და საწარმოო ურთიერთობების სფეროში. ILO-ის კონვენციებისაგან განსხვავებით, ეს შეთანხმება დეკლარაციული ხასიათისაა და არ საჭიროებს რატიფიცირებას. კერძოდ, ისე კონცენტრირდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: