„სამართლიანი შრომის ასოციაციის“ წევრი კომპანიები ვალდებულებას იღებენ შეასრულონ სამართლიანი შრომისა და პასუხისმგებელი წარმოება-მოპოვების 10 პრინციპი და უზრუნველყონ FLA-ის სამუშაო ადგილზე ქცევის კოდექსის შესრულება საკუთარ მიწოდების ჯაჭვებში. „ქცევის კოდექსი“ ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებს და მისი მიზანია დაიცვას მშრომელები, რომლებიც აწარმოებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ელექტრომოწყობილობებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას და სხვა სამომხმარებლო ნივთებს მსოფლიოს მასშტაბით.