ILO Declaration on Fundamental Principles and Rights at Work
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლარაცია „შრომით საქმიანობაში ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ“

ILO Declaration on Fundamental Principles and Rights at Work
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლარაცია „შრომით საქმიანობაში ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ“

გაფილტვრა

ILO Declaration on Fundamental Principles and Rights at Work
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლარაცია „შრომით საქმიანობაში ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ“

დეკლარაცია 1998 წელს მიიღეს „შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე“ (ხოლო დანართი გადაიხედა 2010 წელს). დეკლარაცია, ძირითადად, ქვეყანათა მთავრობებისათვის არის განკუთვნილი, თუმცა მასში ასახული უფლებები გასათვალისწინებელია კომპანიებისთვისაც. დეკლარაციაში ასახულია შრომითი საქმიანობის ოთხი ფუნდამენტური პრინციპი, რომლებიც რვა შესაბამის კონვენციაში გამოვლინდა. ეს  პრინციპია: ასოციაციებში გაერთიანებისა და კოლექტიურ ხელშეკრულებებში ჩართვის თავისუფლება (კონვენციები 87 და 98); იძულებითი შრომის აღმოფხვრა (კონვენციები 29 და 105); ბავშვთა შრომის აღმოფხვრა (კონვენციები 138 და 182); სამუშაოზე დისკრიმინაციის აღმოფხვრა (კონვენციები 111 და 100). ILO-ის   კონვენციებისაგან განსხვავებით, რომლებიც ძალაშია მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებმაც მათი რატიფიცირება მოახდინეს, დეკლარაცია არ ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაშია ILO-ის წევრი ყველა სახელმწიფოსათვის, მათ შორის, იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ფუნდამენტური კონვენციების რატიფიცირება არ მოუხდენიათ. იგი ასახავს ILO-ის წევრი ქვეყნების ნებაყოფლობით ვალდებულებას, პატივი სცენ და დანერგონ მშრომელთა ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც წარმოადგენენ ცივილიზებული სოციალური და ეკონომიკური სისტემების საფუძველს. რვავე კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს მიერ 1995-1999 წლებში.

დეკლარაცია მოიცავს აგრეთვე მისი აღსრულების მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებს.

 

იხილეთ წყარო