SA8000 სტანდარტი – ეს არის საერთაშორისო სერტიფიცირებადი სტანდარტი შრომითი საქმიანობის სფეროში. ის შეიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციამ Social Accountability International (SAI). სტანდარტი შეიქმნა 1997 წელს და გადაიხედა 2001 წელს. სტანდარტი განკუთვნილია ნებისმიერი ზომის, სექტორის და ქვეყნის კომპანიებისათვის.
SA8000 სტანდარტი ეფუძნება „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) ძირითად კონვენციებს, გაეროს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას“, გაეროს „კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ“ და ISO-ის ხარისხის მართვისა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემების სტანდარტებს. SA8000 სტანდარტში განსაზღვრულია როგორც უშუალოდ მენეჯმენტის მექანიზმები, ასევე საქმიანობის პრინციპები.
SA 8000 სტანდარტი ექვემდებარება აუდიტსა და სერტიფიცირებას, ამასთანავე უზრუნველყოფს სათანადო მენეჯმენტის სისტემის დანერგვას, რომლის მეშვეობით სტანდარტი ინტეგრირდება კომპანიის პოლიტიკასა და საქმიანობაში.
სტანდარტი, უშუალოდ კომპანიის საქმიანობასთან ერთად, არეგულირებს კომპანიის მიწოდების ჯაჭვებში მშრომელთა უფლებების დაცვას.
სტანდარტი არეგულირებს შემდეგ საკითხებს: