„სახელმძღვანელო მითითებები სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის შესახებ“ (ILO-OSH 2001) – ეს არის ნებაყოფლობითი სახელმძღვანელო მითითებები ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის შესახებ, რომლებიც ასახავენ ILO-ის პრინციპებსა და ფასეულობებს.
დოკუმენტის საბოლოო ვერსია 2001 წელს დამტკიცდა და 2009 წელს განახლდა.
„სახელმძღვანელო მითითებები“ ხელს უწყობს სამუშაოზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის შეთავსებას მენეჯმენტის სხვა სისტემებთან. ამ სისტემის დანერგვა არ საჭიროებს სავალდებულო სერტიფიცირებას, თუმცა მას არც გამორიცხავს.
„სახელმძღვანელო მითითებები“ შეიცავს განხორციელების ინსტრუქციებს ორ დონეზე _ ეროვნულ და ორგანიზაციულ დონეებზე.
ეროვნულ დონეზე „სახელმძღვანელო მითითებების“ განხორციელება გულისხმობს ეროვნული სისტემის შემუშავებას, რომელიც გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი ეროვნული კანონებითა და ნორმატიული აქტებით.
ორგანიზაციულ დონეზე „სახელმძღვანელო მითითებები“ შეიცავს ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ელემენტების ინტეგრირება როგორც ორგანიზაციის პოლიტიკაში, ისე მენეჯმენტის სისტემაში.