ISO 14000 Family Environmental Management
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების სერია ISO 14000

ISO 14000 Family Environmental Management
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების სერია ISO 14000

გაფილტვრა

ISO 14000 Family Environmental Management
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების სერია ISO 14000

ISO 14000 არის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის  საერთაშორისო სტანდარტების სერია, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემას და მის  თანმხლებ აუდიტის პროგრამას. მისი მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს დაიცვან გარემო, თავიდან აიცილონ მისი დაბინძურება და გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები.

ISO 14000 გამოდგება ნებისმიერი ბიზნესკომპანიისათვის, მისი ზომის, შემოსავლებისა თუ ადგილმდებარეობის მიუხედავად. ISO 14000 სერიის ძირითად და განმსაზღვრელ სტანდარტს წარმოადგენს ISO 14001, რომელიც პირველად 1996 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 2015 წელს გამოქვეყნდა ამ სტანდარტის უახლესი ვერსია (ISO 14001:2015).

ISO 14001 განსაზღვრავს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის კონკრეტულ მოთხოვნებსა და პარამეტრებს.  ის სწორედ მენეჯმენტის სისტემის სტანდარტია და არა – გარემოსდაცვითი საქმიანობის სტანდარტი.

ISO 14001 ერთადერთი სერტიფიცირებადი სტანდარტია ISO 14000 სერიაში. ამ სერიის დანარჩენი სტანდარტები არსებითად წარმოადგენს სახელმძღვანელო მითითებებსა და ინსტრუქციებს, რომლებიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: აუდიტი, კომუნიკაცია, ეტიკეტირება, კლიმატის ცვლილება და ა. შ.

 

იხილეთ წყარო