GHG Protocol Corporate Accounting and Reporting Standard
„სათბურის აირების ოქმის კორპორაციული სტანდარტი“

GHG Protocol Corporate Accounting and Reporting Standard
„სათბურის აირების ოქმის კორპორაციული სტანდარტი“

გაფილტვრა

GHG Protocol Corporate Accounting and Reporting Standard
„სათბურის აირების ოქმის კორპორაციული სტანდარტი“

„სათბურის აირების ოქმის კორპორაციული სტანდარტი“ – ეს არის საერთაშორისო სტანდარტი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სათბურის აირების გაფრქვევების აღრიცხვას აწარმოებენ. ის ძირითადად განკუთვნილია ბიზნესკომპანიებისათვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობასაც სათბურის აირების გაფრქვევა ახლავს.

სტანდარტი მოიცავს კიოტოს ოქმით განსაზღვრული ექვსი სათბურის აირის  (CO2, CH4, N2O,  HFCs,  PFCs, SF6) აღრიცხვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტს. სტანდარტი ეხმარება კომპანიებს:

  • სტანდარტიზებული მიდგომებისა და საზომების მეშვეობით შეადგინონ სათბურის აირების გაფრქვევების საკუთარი ზუსტი და სანდო აღრიცხვა;
  • შეამცირონ სათბურის აირების აღრიცხვის ღირებულება და გაამარტივონ პროცედურა;
  • შეიმუშაონ სათბურის აირების მართვისა და შემცირების ქმედითი სტრატეგია.

სტანდარტი განახლდა 2015 წელს და მოიცვა ასევე მეორე დონის გაფრქვევები შესყიდული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების სისტემებისაგან.

 

იხილეთ წყარო